რეზონანსი
12.08.2022

ამ ვითარებაში, როცა რეგიონში არის საომარი მდგომარეობა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ისტერიულ მცდელობას იმისა, რომ ქვეყანა ჩაერიოს პირდაპირ საომარ მოქმედებებში, სწორედ ეს არის ქვეყნის ყველაზე მაღალი უსაფრთხოების საკითხი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, როდესაც ე.წ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი პირიქით, ქვეყნის ომში ჩათრევით არის დაკავებული, საზოგადოებამ უნდა დაიჭიროს აქტიური პოზიცია და ამისათვის მათ სჭირდებათ სწორი ინფორმაცია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ თანხმდება დიდი პოლიტიკის თამაშებს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების საზიანოდ, რომ ის უნდა შეიცვალოს და აქვე აღსანიშნავია არა საარჩევნო პროცესით, არამედ ქუჩის პროცესებით მაგალითად, აკერმანის გაკვეთილებზე დადგმული სცენებით, შეძახილები უკრაინიდან, ასევე ოპოზიციის მცდელობები და ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის შეძახილი, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოვიდეს და ისინი მათ მხარს დაუჭერენ, რომ საზოგადოებამ გააგონოს ხელისუფლებას ხმა თუ რა სჭირდება ქვეყანას. მე გეტყვით, რომ ქვეყანას რაც არ სჭირდება, არის ის რომ არ იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და ყველაზე მთავარი, რომ ქვეყანაში არ იყოს ომი იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამას ვერ გადაიტანს. ამიტომ, როდესაც ე.წ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი პირიქით, ქვეყნის ომში ჩათრევით არის დაკავებული, საზოგადოებამ უნდა დაიჭიროს აქტიური პოზიცია და ამისათვის მათ სჭირდებათ სწორი ინფორმაცია, სიმართლე რასაც ჩვენ მივაღწევთ ყოველდღიურად"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×