რეზონანსი
12.08.2022

მართლა კოლონია ხომ არ ჰგონიათ ეს ქვეყანა, რა დამოკიდებულებაა, რა უბედურებაა, სახელმწიფოს ყველა უნდა ელაპარაკოს, როგორც თანასწორსა და მართლა პარტნიორს, არ გავა საქართველოში კოლონისტური დამოკიდებულება და აგენტურასაც აღარავინ მოიყვანს ხელისუფლებაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია წერს, საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა" მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

როგორც ხოფერია აღნიშნავს, შოკისმომგვრელი რეაქციებია ოცნებიდან გასულების გუშინდელ წერილზე.

„არ ვართ ჩვენ ამერიკის კოლონია, არააა!!!...... შოკისმომგვრელი რეაქციებია ჩემს ირგვლივ ოცნებიდან გასულების გუშინდელ წერილზე. სათითაოდ, პუნქტებად უნდა გაეცეს პასუხი თითოეულ წინადადებას! მართლა კოლონია ხომ არ ჰგონიათ ეს ქვეყანა, რა დამოკიდებულებაა, რა უბედურებაა. სახელმწიფოს ყველა უნდა ელაპარაკოს, როგორც თანასწორსა და მართლა პარტნიორს ! არ გავა საქართველოში კოლონისტური დამოკიდებულება და აგენტურასაც აღარავინ მოიყვანს ხელისუფლებაში, დამთავრდა! ხალხმა უკვე საკმაო ინფორმაცია და გამოცდილება მიიღო! მორჩა! აღარც ქალაქის თავი ნოშრევანი აღარ იყვირებს, გინდა თუ არა მიეცი ამეთვისტოო!...))).." - წერს ხათუნა ხოფერია Fazebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×