რეზონანსი
14.08.2022

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის პროტოკოლს ხელი მოაწერა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მანამდე, საფრანგეთის პარლამენტმა აღნიშნული ორი ქვეყნის ალიანსში მიღების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, მაისში, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში განაცხადის შეტანის ოფიციალური პროცესი დაიწყეს. ფინეთისა და შვედეთის ალიანსის გაწევრიანებისთვის ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. რატიფიცირების პროცესი ალიანსის 30 ქვეყნიდან 20-ზე მეტმა განახორციელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×