რეზონანსი
27.09.2022

მინდა, კიდევ ერთხელ, ცალსახად ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ კონფლიქტის მოგვარებას და საქართველოს გამთლიანებას გეგმავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის წესების ფარგლებში. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში აფხაზებისთვის მაქსიმალურად იყოს დაცული მშვიდობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, 1993 წლის 27 სექტემბერი და სოხუმის დაცემა ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

„ჩვენ მაშინ დავკარგეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ახლობელი ადამიანები და ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. დღეს, როდესაც უკვე 29 წელი გავიდა, რასაკვირველია, გვაქვს საშუალება, რომ გავაანალიზოთ ისტორიის ეს მონაკვეთი კიდევ უფრო სიღრმისეულად და იმ დიდ კონტექსტში, რომელიც დღეს შექმნილია რეგიონში.

მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა იყოს გაგებული არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში, არამედ იყოს გაგებული რეგიონის და კიდევ უფრო ფართო მასშტაბით, ვინაიდან მისი დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მშვიდობის დარღვევის, თუ უსამართლო ჩარევის და სამხედრო აგრესიის თითოეულ ფაქტზე, სადაც არ უნდა იყოს ეს, საერთაშორისო საზოგადოებას ექნება სათანადო რეაგირება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს, უპირველესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და ამისთვის ყველა მშვიდობიანი გზა, საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა მექანიზმი, ყველა საერთაშორისო პლატფორმა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა უნდა იყოს გამოყენებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×