რეზონანსი
07.06.2023

რას უწუნებენ ჩემ „ხაბეს"?! რა არ მოსწონთ?! - „ხაბე" მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა და მასთან თანამშრომლობა მოუწევთ - „ხაბე" შენკენ ვარ! - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას მტკიცებით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდება როგორც ე.წ. ტროიკა, ასევე პარტია „ლელო".

"მისგან გამიჯვნა არ გამოვა! ბადრი ჯაფარიძემ ცალკე რა უნდა ქნას?! რა პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია?! - საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომ, ჩემ „ხაბესთან" თანამშრომლობა მოუწევთ, „ხაბესთან" თანამშრომლობა კი იმას ნიშნავს, რომ ყველანი არიან რადიკალები და ჩვეულებრივი მწვალებლები. ამათი ხელისუფლებაში მოსვლა ღმერთმა არ ქნას - გგონიათ ვინმეს დაინდობენ?! ერთმანეთს არ ინდობენ და უარესს გააკეთებენ!", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×