რეზონანსი
26.03.2024

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსის" გენდერული გავლენის ანალიზის ანგარიში მოისმინა. საბჭომ, ასევე, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის" გენდერული გავლენის ანალიზის ანგარიშის გარდა განხილული იყო ის პრიორიტეტები და სამოქმედო აქტივობები, რაც სამინისტროს გენდერული თანასწორობის კუთხით აქვს.

„განსაკუთრებით მივესალმებით სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებში ქალების როლის გამოკვეთას და მათ გაძლიერებას. ამ კუთხით თავდაცვის სამინისტრო ნამდვილად გამოირჩევა. სხდომაზე, ასევე ვიმსჯელეთ მიმდინარე პროექტებზე. აპრილის თვეში საბჭო ჩაატარებს ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობასთან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×