რეზონანსი
28.03.2024

ბაკურიანში დიტო გოგოლაძის ძებნის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო შეწყდა. მაშველები ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენით გამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ, ისევ ოთა-ოშორის გზიდან გაგრძელდება. იმ ადგილიდან, საიდანაც დიტო გოგოლაძის კვალი ქრება.

განგაში ბაკურიანში მას შემდეგ გამოცხადდა,რაც გაირკვა, რომ მთაში ბურანით წასული 5 ადამიანიდან ზვავს ოთხმა გამოასწრო, ერთი კი მთის მასის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩინარდა. მეგობრებმა დიტო გოგოლაძის მოძებნა თავდაპირველად საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სამძებრო ოპერაციის ადგილი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალია, ამიტომ ტერიტორიის გასუფთავება მაშველებს შიშველი ხელებით უწევთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×