რეზონანსი
29.03.2024

26 მარტს, „დინამო არენაზე" მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა ქართული ფეხბურთის ქომაგების მთელი ყურადღება მიმართულია გერმანიისკენ, სადაც სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს.

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქერთს დაუპირისპირდება, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მოქალაქეები ზეიმობდნენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ თქვა:

„ყველას, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვის, ჩემთან, სახლში ვეპატიჟები", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×