რეზონანსი
17.04.2024

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

რატი ამაღლობელის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის ნება და მოიქცნენ ისე, როგორც 1 წლის წინ და კანონი კვლავ უნდა გაიწვიონ.

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება.

ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში", - განაცხადა რატი ამაღლობელმა აქციაზე.

აქციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ნახევარ საათში აქციის მონაწილეებს გააცნობენ სამოქმედო გეგმას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×