რეზონანსი
20.04.2024

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ის ყველას სახალხო დამცველია, არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილის, ან მამუკა მდინარაძის.

„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს ეგეთი რაღაცის მომხრე არასოდეს ვიქნები, იმიტომ, რომ ვიცი, ყველამ ვიცით ამას რა შედეგები მოჰყვება, მაგრამ ეს რაღაცა სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს? აქეთ ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანი დგას და იქით – მთელი სახელმწიფოა, აქეთ ერთი დეპუტატია და იქით – მთელი უმრავლესობა. მორევაზე თუ არის, მოერევიან, მაგრამ ეგ არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. 

ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო. ძალიან კარგად ვათვითცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას სახალხო დამცველი ვარ, არც ალეკოსი ვარ მარტო და არც თუნდაც მდინარაძის. ამიტომ, როცა ამ პერსპექტივიდან ვუყურებ ამ ყველაფერს, ერთადერთი არის კანონი, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს“ - განაცხადა იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×