რეზონანსი
20.04.2024

ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება, - ამის შესახებ სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სტუდენტებმა, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, ღირსეული პასუხი გასცეს და ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვინაიდან, ახალგაზრდებს ვეღარ მოატყუებენ.

„ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება. ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა. რის ფასად უღირთ ასეთი პროვოკაციების მოწყობა არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ. ჩემს თანატოლებს ვერ მოატყუებენ. ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!" - წერს საბა ჯულაყიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×