რეზონანსი
24.04.2024

ბოლო პერიოდში ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირებას სახელმწიფოს, პოლიციისა და ყველაფერი ქართულის მიმართ. 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება სწორედ იმას, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი დადგეს და ყველას, ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ, გააგონოს - სად დგას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ, როგორც ევროპელი ხალხი ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, რომ ის, რა მცდელობაც არის დღეს, რომ ჩვენ გვთხოვენ მორჩილებას, გვითხრან, რომ სინამდვილეში უმეცრებაში არის ძალა და მორჩილება არის თავისუფლება - ამას ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს.

ბოლო დროს, დისკუსიას გვიკრძალავენ, გვიკრძალავენ ფიქრს, განხილვას. გვეუბნებიან, რომ უბრალოდ დავემორჩილოთ რაღაც აზრებსა და დოგმებს. საუბრობენ, რომ თითქოს რაღაც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ამას საუბრობს ის ხალხი, რომელიც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს. რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×