რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) კომპანია Nokia Networks-მა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსულ მობილურ ოპერატორ „მეგაფონთან" თანამშრომლობაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, „მეგაფონი" აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკუთარი ქსელების Huawei-ს აღჭურვილობაზე გადავიდა, ვინაიდან Nokia Networks-მა რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე პოლიტიკური მოსაზრებების გამო უარი თქვა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში „მეგაფონის" შვილობილი კომპანიები „აკვაფონი" და „ოსტელეკომი" ოპერირებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×