რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) მეუღლის ქამრით ცემისაში ბრალდებული სასამართლომ დამაშავედ ცნო და ექვს თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჩ.ა.-მ ძალადობა განახორციელა მეუღლის თ.ა.-ს მიმართ, რა დროსაც ტყავის ქამარი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა ზურგის არეში.

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ჩ.ა. მეუღლესთან თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე. ჩ.ა.-ს ქმედებით თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×