რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ტელეკომპანია "იბერიას" საქმესთან დაკავშირებით მზად არის კითხვებს უპასუხოს, თუმცა ამბობს, რომ ლონდონში გასამგზავრებლად ფული არ აქვს.

„იბერიის" საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი არ ფიგურირებს, ისევე როგორც ჩემი გვარი და სახელი არ ფიგურირებს არცერთ სხვა საქმეში, მათ შორის არც ომეგა ჯგუფთან. არ ვიცი რაზე საუბრობდა ორი ადამიანი ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი თემებზე საუბრობენ, იმიტომ, რომ ნოდარ ხადურს არავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია.

არავისთვის მიუცია რწმუნება რომ მისი მისი სახელით ესაუბრა ბიზნეს სუბიექტებთან. ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია. ხადურის ფინანსთა მინისტრად მუშაობისას მთავარი მიღწევა იყო რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახური ისევ როგორც საგამოძიებო სამსახური გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, ეს არის ნოდარ ხადურის გაკეთებულის საქმე.

ჯერ მიკვირს რატო ლონდონის სასამართლო ? იმიტომ რომ არ ვარ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და არც ისინი არიან. ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა, არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ და გავცემ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი ძალიან ცდება", - აცხადებს ხადური.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×