რეზონანსი
06.11.2018

 საქალაქო სასამართლო განიხილავს პაატა ბურჭულაძის სარჩელს, რომელიც შეეხება კობა დავითაშვილის განცხადებას. კერძოდ, ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს.

„2 წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის კაი კაცობის შესახებ თუ როგორ იყენებს ის საქველმოქმედო ფონდს იმისათვის, რომ აკეთოს ფული. სხვათა შორის, ის დღეს აგრძელებს მრავალშვილიან ოჯახებზე ფულის კეთებას და ახლა გავიგე, რომ მისთვის 25 000 ლარი სიმბოლური თანხა ყოფილა. ჩემს ოჯახზეც აპირებს იმავეს გაკეთებას, რაც სხვებზე გააკეთა.

მე მინდა ვუპასუხო „ნაციონალების“ ბანს: პაატა ბურჭულაძე, სად იყავი 2 წლის წინ, როდესაც მამხილებელი ფილმების ეს სერია გაკეთდა შენზე? მე გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი. ჩვენი კოჰაბიტაციისგან „ნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ყოფნის არც უნარი და არც სურვილი ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე, „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×