ია აბულაშვილი
21.07.2021

 

ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს თემურ ნანეიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში განვთარებული მოვლენები, კერძოდ საკანონმდებელო ორგანოში ოპოზიციის პერფორმანსმა კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა საზოგადოებაში, რაც ასევე აისახა სხვა ოპოზიცური პარტიების განცხადებებში, რომლებსაც აღარ აქვთ სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მიიღონ მონაწილეობა და ჰყავდეთ საერთო კანდიდატი.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად მხოლოდ "ოცნებამ" დაიწყო. კვლავ დილემის წინაშეა ოპოზიცია, რომელიც მერობის საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება.

"ნაცმოძრაობას" სურს თბილისის მერობის კანდიდატი იყოს მათი პარტიის ლიდერი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის კი იბრძოლოს ელენე ხოშტარიამ, რასაც კატეორიულად არ ეთანხმებიან სხვა პარტიები. "სტრატეგია აღმაშენებელი" მერობის და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით "ნაციონალებთან" მსჯელობას გამორიცხავს, თუმცა სხვა პარტიებთან და ცალკეულ პირებთან მოლაპარაკებებს აანონსებს.

"უძლიერესი კანდიდატურა წამოაყენა "ოცნებამ". კახი კალაძე მართლაც უალტერნატივოა და მასთან პაექრობა ძნელია, რადგან მან თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ყველაზე საუკეთესო მერია თბილისის მერებს შორის.

"რა შეეხება ოპოზიციას და იმას, რომ ვერ თანხმდებიან საერთო კანდიდატზე, უკვე გამოიკვეთა, რომ ოპოზიციის ძირითად ნაწილს არ სურს ასოცირდებოდნენ "ნაციონალებთან".

"ბოლო მოვლენებმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განვითარდა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა საზოგადოებაზე და უკვე ძალიან განმტკიცდა აზრი, რომ ეს ძალა "ნაცმოძრობა" სიკეთის მომტანი არ არის ქვეყნისთვის. ამიტომ სხვა პარტიები იძულებლნი არიან დისტანცირება მოახდინონ "ნაცმოძრობისაგან", რათა არ დაკარგონ ამომრჩეველი.

"რაც შეხება "ნაციონალების" განაცხადს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელონ, ნიკა მელია კახი კალაძეს ვერ დაამარცხებს და კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"რაც შეეხება გახარიას ფაქტორს, დევალვაციას განიცდის. გახარია ჩემთვის თითით საჩვენებელი პრემიერი იყო, მაგრამ ისეთ მომენტში გამოეცალა ბრძოლას, რომ ამას პატიოსანი კაცი არ გააკეთებდა. ახლა კი მთავრობას და პოლიციელებს აკრიტიკებს, მაშინ, როდესაც თავად იყო შსს მინისტრი და მთავრობის მეთაური"- განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×