ელზა პაპოშვილი
15.08.2023

წამება და ყაჩაღობა დიღმის მასივში - ახალგაზრდა ქალი მეგობარ მამაკაცს ცემაში, წამებაში და დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. ქალი ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც სოციალური ქსელით გაიცნო, მასთან ნდობაში შევიდა და სახლშიც რამდენჯერმე ესტუმრა. ამის შემდეგ კი, ბოლო ვიზიტის დროს, ნაქირავებელ ბინაში მეგობარი ქალი ჯერ საცემა, შემდეგ წებოვანი ლენტით დააბა, ფულს სთხოვდა და მოკვლით  ემუქრებოდა.

გამოძიების მიხედვით, 26 წლის მამაკაცი ქალს ბინაში რამდენიმე საათი აწამებდა, რის შემდეგაც ქალმა მას ფული და ბანკის ბარათები მისცა, რომლიდანაც მამაკაცმა ასევე თანხა მოხსნა და საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხა.    

მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსამართლემ მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ქალი კი მამაკაცის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ის ახალ დანაშაულს ჩაიდენს და მის ადგილას შესაძლოა ახლა სხვა ქალი აღმოჩნდეს.   

ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით - ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეს 5-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მათ მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ გაიგეს. მათი ინფორმაციით, ნაქირავებელ ბინაში მცხოვრები ქალი მამაკაცმა დააყაჩაღა.

„ვიცით, რომ ახალგაზრდა ქალი ცხვრობდა და როგორც გავიგეთ, მეგობარმა მამაკაცმა ფული წაართვა. სოციალური ქსელით გაუცვნია ვიღაც. რამდენიმე ხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ კი, ბოლო ვიზიტის დროს, ქალი დააბა და მას რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა, რათა ფულის ადგილსამყოფელი ეთქვა. როცა სახლიდან ფული აიღო, ქალს საკრედიტო ბარათებიც წაართვა და ანგარიშებიდან ფული მოხსნა. ამის შემდგე კი ადგილიდან მიიმალა. თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. 

„ქალი ამბობს, რომ თუ ფულს რ მისცემდა, ის მოკვლით ემუქრებოდა. თავად ეს პიროვნება, როგორც ვიცით,  ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ფული თვად ქალმა მისცა და მერე პოლიციაში განაცხადა, რომ დააყაჩაღა. თუმცა, გოგო ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ეს პიროვნება სხვა ქალებსაც ძარცვავდა და შიშის გამო ბევრი მათგანი ხმას არ იღებს“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×