ელზა პაპოშვილი
26.08.2023

გარდაბნის რაიონში, სოფელ ფოლადიანთკარში ავტოვარიის შემდეგ მასობრივი ჩხუბი მოხდა. ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახნენ. ავარიის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, მაგრამ სოფელი უშუქოდ დარჩა. ავარიის ადგილზე მისულ ადგილობრივებსა და მანქანის მგზავრებს შორის კი მასობრივი ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც რამენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სოფლის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მანქანაში მყოფები ნასვამები იყვნენ და ისინი მათ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის ქალებსა და მოხუცებს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა ავარიის მონაწილეებმა სოფელი მათ მისვლამდე დატოვეს. ადგილობრივები თავდამსხმელების დასჯას ითხოვენ. მათი ცნობით, მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული სახის არეში 70 წლის მამაკაცს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელები, რომლებიც  თავხედურად და გამეტებით სცემდნენ ხალხს, სამართალდამცველები იყვნენ.   

მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირები  სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან.  სწორედ ისინი გაუსწორდნენ ფიზკურად სოფლის მოსახლეობას. მოგვიანებით კი ნაცემი მოქალაქეები თავდასხმელებმა პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში დაიბარეს, ბოდიში მოუხადეს და ურჩიეს მომხდარზე აღარ ესაუბრათ.  

„საღამოს საათები იყო, როცა ელექტროგაყვანილობის ბოძს დაეჯახნენ. გარეთ ამბის საკითხავად  გამოსულ ხალხს ნასავამი პირები დაგვხვდნენ. როცა ხალხმა პრეტენზია გამოთქვა - რა ხდებაო - გინება დაიწყეს. მოხუცები ეცადნენ სიტუაცია განემუხტათ, მაგრამ პირიქით, მოხუცების ცემა დაიწყეს. მათ მიშველებული ქალებიც ზედ მიაყოლეს. საერთოდ არავის ინდობდნენ. 

„აღმოჩნდა, რომ სპეცრაზმელები ყოფილან. ხალხს ისე სცემეს, ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 70 წლამდე კაცია, რომლესაც დაზიანებები ეტყობა. ნაცემი ხალხი კი მეორე დღეს პოლიციაში დაიბარეს და ბოდიში მოუხადეს“, - ამბობენ  ადგილობრივები.      

მომხდარს შსს-ს ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×