ელზა პაპოშვილი
31.08.2023

იტალიაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, იტალიურმა პოლიციამ ქართველების 5 კაციანი ჯგუფი დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, სერიული ქურდობების ფაქტზე, სალერნოში ქართველების კარგად ორგანიზებული კრიმნალური დაჯგუფება აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ნაქურდალი საერთო ღირებულება 100 ათას ევროს აღემატება. დაჯგუფების სამიზნე ობეიქტებს კი მდიდრული სახლები და სავაჭრო ცენტრები წარმოადგენდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი  ობიექტების შერჩევას წინასწარ კონკრეტული სქემით ახერხებდნენ. 

„საპოლიციო ღონისძიება ერთდროულად, რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. სალერნოს პოლიციამ არალეგალი ქართველები ნაქირავებ ბინებში აიყვანა. მოპარული ნივთებიც დროებითი საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდნენ და იტალიიდან წასვლას გეგმავდნენ, თუმცა გეგმა ჩაეშალათ. 

„მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, სალერნოს მოსახლეობამ კომისრისგან სპეციალური გაფრთხილება მიიღო, რომ დაკავების დროს ისინი გარეთ არ გამოსულიყვნენ. როგორც გამოძიებით დგინდება, ქართველების კრიმინალურ დაჯგუფების კვალს პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში მისდევდა“,-წერს იტალიური მედია. 

დაკავებულებს შორის 3 კაცი და  2 ქალია. ერთ-ერთი მათგანი, 53 წლის ბელა ჯალაღონიაა, რომელიც სიძესთან, გიორგი ხოტივრიშვილთან ერთად დააკავეს. სალერნოს პოლიციის მიერ კიდევ ერთი დაკავებული ქართველი 30 წლის ლაშა ყირიმლიშვილია. 

იტალიური მედია  წერს, რომ  სამართალდამცველები, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებსაც ეძებენ. სავარაუდოდ, საუბარია კიდევ 3 პირზე, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. ჩატარებული სპეცოპერაცია, იტალიური მედიის ერთ-ერთ მთავარი თემაა. მასშტაბური დანაშაულის საქმეზე, პრესაში, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარიც გამოქვეყნდა.   

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაული სალერნოში 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისამდე პერიოდში ხდებოდა. ცნობილია, რომ მოპარულ ძვირფასეულობას დაჯგუფების წევრები, ლომბარდებში აბარებდნენ, მიღებულ შემოსავალს კი ინაწილებდნენ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს“,-წერს იტალიური მედია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×