ელზა პაპოშვილი
13.09.2023

შეიარაღებული ყაჩაღობა ბათუმში - ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზია „უნივერსამში“ 51 წლის  მამაკაცი  იარაღით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა  ღამით, სამ საათზე მოხდა. მან იარაღის მუქარით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს 2000-მდე ოდენობის თანხა წაართვა, თუმცა  მაღაზიის დატოვება ვერ მოასწრო, რადგან თანამშრომლებმა განგაშის სიგნალის ჩართვა შეძლეს. 

თავდამსხმელი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც  პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მალევე დააკავეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.   

„ასე, ღამის სამი საათი იყო სროლის და პოლიციის ავტომობილების სირენების ხმა რომ გავიგეთ. პოლიცია ეძახდა მძარცველს, დაგვნებდიო. მან კი საპასუხოდ ესროლა. მიუხედავად შეიარაღებისა, მისი უპრობლემოდ დაკავება პოლიციამ შეძლო.

მერე გავიგეთ, რომ სუპერმარკეტში შევარდნილა და კონსულტანტი გოგოებისთვის იარაღის მუქარით ფული მოუთხოვია. 2000-მდე მიუციათ, მაგრამ სიგნალისთვის ხელის დაჭერა მაინც მოასწრეს. პოლიცია იმდენად სწრაფად მოვიდა, რომ მაღაზიის დატოვება ვერ მოასწრო. როცა პოლიცია მოვიდა, სწორედ მაშინ გამოდიოდა და სროლა დაიწყო. თუმცა მაინც დააკავეს“, - ჰყვება ადგილობრივი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×