ელზა პაპოშვილი
02.10.2023

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ოპერაცია უტარდება. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დაჭრილ ქალის მდომარეობა მძიმეა. ის შვილებს გადაეფარა და ქალს რამდენიმე ტყვია მოხვდა. 

როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ქართველების სახლში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმამდე ყველა ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ მხარეებს შორის შელაპარაკება, ან დაპირისპირება არ უძღოდა.

ბერძნული მედიის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ქართველმა ემიგრანტმა, რომელთანაც მანამდე მეგობრობდა, მას სასმელში "რაღაც ჩაუყარა". სწორედ ეს გახდა თავდასხმის მიზეზიც. 

"ეს იყო განზრახ მკვლლეობა, სახლში შეიარაღებულმა მიაკითხა და ცოლ-შვილის თვალწინ  ესროლა. მიზეზი არავი არ იცის. სახლში ჰყავდა მეგობრად მიღებული. მუდმივად სულ ერთად იყვნენ. როგორც თავად ამბობდაო, ჩემს დეიაშვლის, შოთას აბრალებდა, რომ სასმელში ვითომ რაღაცა ჩაუყარა. მეუღლე ბავშვებს გადაეფარა და მაშინ მიიღე ეს ჭრილობები... მისი მდგომარეობა მძიმეა, არ ვიცით რა იქნება",  - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში, 1 ოქტომბერს, 02:30 საათზე მოხდა - თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×