ელზა პაპოშვილი
09.10.2023

უმძიმესი შემთხვევა გურჯაანში - სოფელ ვაზისუბანში 9 წლის ბიჭს, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, მეგობრის მიერ შემთხვევით პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია  მოხვდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანს“ უყვებიან, მოზარდმა მძიმე დაზიანება თვალის და თავის არეში მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ბავშვი მიღებული დაზიანებით გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ, მისი მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. 

ის ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდი მეზობელთან სათამაშოდ წავიდა, რა დროსაც ეს უბედური შემთხვევა  მოხდა. დაშავებული ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარით შოკირებულები არიან. მოზარდის ბებიის თქმით, მისთვის უცნობია, საიდან ჰქონდა ბავშვს იარაღი ან როგორ გაისროლა. მათ მხოლოდ მეზობლების ყვირილის ხმა გაიგეს და როდესაც გაიქცნენ,  9 წლის ბიჭი დაჭრილი დახვდათ. 

„საშინელება დაგვატყდა თავს, ბავშვი მეგობართან წავიდა სათამაშოდ, ეს ბავშვი, ვისაც თოფი გაუვარდა, ჩვენი ბიჭის თანაკლასელია. ჩვენი ოჯახის მეგობრები არიან. როგორც ამბობენ, კისტის თოფით უთამაშიათ. გარდერობის თავზე სდებიათ. ესენი 9 წლისები არიან და ალბათ იფიქრეს, მოდი ვითამაშოთო. 

ოჯახში ვერ შეუმჩნევიათ, რომ ბავშვებს თოფი ჰქონდათ. ეზოში უთამაშიათ და იქ გაუვარდა. ბავშვს თავლში მოხვდა და თავიდან ტვინში წავიდა, რომელიც იქ გასკდა. ამიტომ მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენც ეს ვიცით მხოლოდ. მეორე ბავშვი შოკშია და ბევრს ვერაფერს ამბობს", - ამბობს დაშავებული ბავშვის ბებია.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×