ელზა პაპოშვილი
11.12.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 6 დამნაშავეს, რომლებმაც ფონიჭალიდან, ყაჩაღურად, სახლში შევარდნით 16 წლის მოზარდი გაიტაცეს. ულდუზ ბასაევა სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით, მისმა ე.წ. საქმრომ  გაიტაცა. გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ სასიძო რუსთის მოქალაქეა და შესაძლოა მოზარდის ქვეყნიდან გაყვანას შეეცადოს. 

შაბათის საღამოდან არავინ იცის, სად არის მოზარდი, რომელიც სავარაუდოდ, კაშამ მურადოვმა ცოლად შერთვის მიზნით წაიყვანა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, გოგონა გათხოვების წიანაღმდეგი იყო. ამბობდა, რომ საქმრო არ მოსწონდა, რადგან მას ცუდი ხასიათი ჰქონდა. ასევე, არ სურდა სკოლის დამთავრებამდა გათხოვება და სხვა გეგმები ჰქონდა. ოჯახი ამბობს, რომ გოგონას გატაცებაში მათ სასიძოს დედაც დაეხმარა, რომელმაც შვილს შეატყობინა, რომ სახლში მხოლოდ ქალები იყვნენ და მოზარდის წაყვანას შეძლებდნენ. 

„ეს არის საშინელი ამბავი, რომელიც კინოშიც კი არ გვინახავს. ბიჭმა იცოდა, რომ კაცები სახლში არ იყვნენ. როგორც ოჯახი ამბობს, ეს მას დედამ შეატყბონა, რომელიც სარძლოს სახლში სტუმრად იყო. მოცვივდა 6-მდე ნიღბიანი პირი. გოგოს მივარდნენ და გამოიტაცეს. დედა, ბებია და სხვა პირებიც, ვინც სახლში იყვნენ ადგილზე გაქვავდნენ. წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწიეს. ქალები ყვიროდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ პოლიციაში დარეკვა შეძლეს. შაბათიდან არავინ იცის სად არის ბვშვი“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.    

გოგონას კიდევ ერთი ახლობელი ამბობს, რომ მოზარდს გათხოვება არ სურდა. გაიგეს, რომ ბიჭს ცუდი ხასიათი ჰქონდა და უარს ამბობდა. 

„ბავშვმა გადაიფიქრა მასზე გათხოვება. დანიშნულები იყვნენ, მაგრამ დაინახა, რომ ამ ბიჭს ცუდი ხასიათი ჰქონდა. ამიტომ უარი უთხრათ. ესენი დააჟინდნენ, რომ გინდა თუ არა უარი რატომ თქვიო. ეს ბიჭი რუსეთში ცხოვრობს და იქიდან ჩამოვიდა. დედა ყოფილა დასალაპარაკებლად. გოგომ რომ ისევ უარი უთხრა, დედამ დაურეკა და მოცვივდნენ. იმედია ქვეყნიდან არ გაიყვანეს“, - ამბობს გოგოს  ახლობელი „რეზონანსთან“       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×