ელზა პაპოშვილი
12.12.2023

არასრუწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ვიდეოებისა და ფოტოეების უნებართვოდ გავრცელების რამდენიმე ფაქტზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 14 პირია მხილებული. აქედან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 დააკავა. გამოძიები მასალების მიხედვით, დანაშაული წალკის რაიონსა და სამეგრელოს რეგიონში მოხდა.

შსს-ს ცნობით, წალკის რაიონში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.შ. გამოძიების ცნობით, იგი სამ არასრუწლოვან გოგონასთან შევიდა ნდობაში და მაისიდან სექტემბრამდე ჰქონდა მათთან მიმოწერა. მან გოგოებს ინტიმური შინაარსის ფოტოების გაგზავნა სთოხვა, რის შემდეეგაც მათი ფოტოები სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ ანგარიშზე განათავსა. ამის შემდეგ კი დაიწყო მათი შანტაჟი და გოგონებს კვლავ ინტიმური ხასიათის ახლა ვიდეოების გაგზავნას სთხოვდა.

„რაც ვიცით ის არის, რომ სოციალურ ქსელში გაიცნეს მამაკაცი, რომელიც მათ სრულიად სხვა სახელით და გვარით გაეცნო. სავარაუდოდ, ჰქონდა ყალბი სურათები და ვინობას მალავდა. მან მოახერხა და ბავშვებთან ნდობაში შევიდა. რის შემდეგაც მათ ინტიმური ხასიათის ფოტები გაუგზავნეს. მან ეს ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთვა. ვაჭრობდა თუ რას აკეთებდა ამით, არ ვიცით. შემდეგ კი ასევე  მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის სხვა ფოტოები და ვიდეოები. ბავშვებს აშანტაჟებდა, რომ თუ კიდევ არ გადაიღებდნენ და არ გადაუგზავნიდნენ, მათ ფოტოებს სხვეებსაც გადაუგზავნიდა და კიდევ ბევრი ადამიანი ნახავდა, ასევე მათი მშობლებიც“, - უყვება წყარო „რეზონანსს“.  

ახლა ლ.შ.-ს მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა ბრალდება, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

უწყებამ ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნა და დანაშაულში 3 პირი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე  გოგონამ „ფეისბუქის“ მესენჯერის  საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა. ხოლო დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ კიდევ 10 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×