ელზა პაპოშვილი
13.12.2023

პოლონური მედია ლოძის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება. მათივე ცნობით, მას ინტერპოლით ეძებენ. სასტიკი დანაშაული კი 21 ნოემბერს მოხდა, არსებული ინფორმაციით, ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა, სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ.  

პოლონური მედია წერს, რომ დის მკვლელს მეზობლებმა მაშინ შეუსწრეს, როცა ნიღბიანი მამაკაცი დანით დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა, დამნაშავემ თვითმხილველებს  გაჩუმება აიძულა და მიიმალა.  

"35 წლის კაცზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გაიცა. პროკურატურამ განაცხადა, რომ უკვე იცის, სად იმყოფება ეჭვმიტანილი კაცი... ბრალდებული საქართველოში იმყოფება" - წერს მედია.

მერნეულში კი მეზობლები ყვებიან, რომ მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს და რა მოხდა პოლონეთში ზუსტად თავადაც არ იციან.  

 „ეს გოგო ჩვენი მეზობელია, ის პოლონეთში სამუშაოდ ერთ წელზე მეტია რაც წასული იყო. გავიგეთ ჩვენც მედიით, რომ ძმამ მოკლა. ზუსტად არავინ იცის  რა მოხდა, რა გახდა ამ საშინელი დანაშაულის მიზეზი. ბევრი ჭორი ვცრელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მან და ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა“,-ამბობს ადგილობრივი. 

კიდევ ერთი მეზობელი კი ამბობს, რომ არსებობს მეორე ვერსიაც, რომ გოგო ძმას არ მოუკლავს და დაანაშაული სხვამ ჩაიდინა. 

„დაზუსტებით არავინ არაფერი იცის, არც ოჯახმა. მოკლა თუ არა ნამდვილად ძმამ, ვერავინ ამბობს. ზოგიც იძახის, რომ გოგოს თავი ჰქონდა მოჭრილი და სასტიკად იყო მოკლული. ზუსტად ვერავინ საუბრობს რა მოხდა, ან სად არის მისი ძმა. ალბათ, გამოძიება დაადგენს ამ სასტიკი დანაშაულის რეალური მიზეზი რა იყო. ზოგი ამბობს, რომ ძმა მარნეულშია და ის არაფერ შუაშია“, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×