რეზონანსი
15.12.2023

ოჯახური ძალადობა თუ გამოძალვის მცდელობა? - ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ძალადობდა თუ არა ქართველ ქალზე და მის არასრუწლოვან გოოგნაზე ირანის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალთან 12 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. 

ქალი ყვება, რომ  მეუღლე მასზე და მის არასრულწლოვან შვილებზე, წლების განმავლობაში, ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ქალი ამბობს, რომ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცი უკვე ფიზიკურად უსწორდებოდა. 

ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა მოხმარების ბრალდებით, ირანელი მამაკაცი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. არ არის გამორიცხული, მას ბრალი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლითაც დაუმძიმდეს. დედა ამბობს, რომ 14 წლის გოგომ გამოძიებას ჩვენება ფსიქოლოგის თანდასწრებით მისცა. 

წყარო კი „რეზონანსთან“ ყვება, რომ გოგონამ, რომელიც მამინაცვლის მხრიდან, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თვითმკვლლეობაზე  ფიქრობდა. 

„დედაც და შვილიც იმდენად გაუსაძლის სიტუაციაში ცხოვრობდნენ, რომ ამ კაცის მხრიდან მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხევრპლნი იყვნენ. სავარაუდოდ, ის გერზეც სექსუალურ ძალადობას ცდილობდა და გამოძიება ამ მუხლითაც ცალკე მიდის. ბაავშვი ფსიქოლოგების მიერ იქნა დაკითხული და ალბათ გამოძიება ამასაც დაადგენს. ახლა ეს ირანელი ნარკოტიკების მოხმარების და შენახვის ფაქტზეა დაკავებული“, - ყვება წყარო. 

ბრალდებულის ინტერესების დამცველი კი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცრუ დასმენის მსხვერპლია. დაკავებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ ირანის მოქალაქის ქართველი მეუღლე დანაშაულს ქონების გამოძალვის მიზნით იგონებს და საქმეში ამის დამადასტურებელი აუდიომტკიცებულებებიც დევს. დაკავების შემდეგ, ბრალდებულის მოთხოვნით, პოლიციამ სახლიდან ფული და ძვირფასეულობა ამოიღო, ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით.

ბრალდებულის ადვოკატის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს დაზარალებული, რომელიც დაკავებულის ინტერესების დამცველს გენდერული ნიშნით შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებს.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×