ელზა პაპოშვილი
19.12.2023

სისხლიანი გარჩევა მარნეულში - სოფელ ყიზილაჯლოში  2 პირი დაჭრეს.  როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილები და ბრალდებული ერთმანეთის ნაცნობები არიან. ისინი ერთად სხვამდნენ და ნასვამები გამოვიდნენ ქუჩაში. დაპირისპირების მიზეზად კი ახალ ნაყიდი ავტომობილის გაფორმება სახელდება. 

ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ ერთი მეორეს ავტომობილის გადაფორმებას სთხოვდა. სხვა დეტალები არ იციან. გაიგეს მხოლოდ ჩხუბის და ჩოჩქოლის ხმა, გარეთ გამოსულებს კი ორი დაჭრილი მამაკაცი და სისხლით მოსვრილი ტერიტორია დახვდათ. მომხდართან დაკავშირებით ადგილზევე დააკავეს 40 წლამდე მამაკაცი.

„ახალგაზრდებს მოსვლიათ ჩხუბი. ერთად დაულევიათ და გარეთ გამოსულებმა, ნასვამებმა იჩხუბეს. რაც ვიცით ისაა, რომ ავტომობილის გადაფორმებაზე ჰქონიათ დავა. ერთმა იყიდა მეორესგან თუ რა იყო, ზუსტად არ ვიცით. ამაზე იკამათეს და მესამემ ეს ორი დანით დაჭრა. 

„რომ გამოვედით გარეთ, უკვე ხალხი იყო შექუჩებული. ორი ბიჭი იყო დაჭრილი და სასწრაფო ჰყავდათ გამოძახებული. პოლიციაც იქვე იყო და ბიჭი ჰყავდათ დაკავებული“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაშია მოთავსებული მეორე დაშავებულიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×