ნაზი ბერიძე
17.02.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უამინდობა 23 თებერვლამდე გასტანს, 23-ის მერე კი გამოდარებას უნდა ველოდოთ.

თამთა ჩაჩანიძე
17.02.2023

პარასკევს „ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე თუ რა მოუტანა საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციამ და როგორია მისი სოციალური შედეგები. როგორც მკვლევარები ამბობენ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჯანდაცვის სისტემას რეფორმების ყველა ეტაპზე ახასიათებდა სვლა ჯანდაცვის კომერციალიზაციისკენ, ამიტომ, კვლევის მიზანი სწორედ ამ პროცესის სოციალური შედეგების დადგენაა.

ელზა პაპოშვილი
17.02.2023

მამაკაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს დანით ავტობუსში ყელი გამოჭრა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თუმცა მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და თქვა, რომ ავად არის. 

ელზა პაპოშვილი
15.02.2023

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უმძიმესი დანაშაული კი გამოძიების მტკიცებით ახალგაზრდა მამაკაცმა 2022 წლის პირველ ივლისს ჩაიდინა. ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ადგილობრივებმა ქალის შემზარავი ყვირილის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულ მეზობლებს ხმა 36 წლის თინათინ ტურაბელიძის საცხოვრებელი სახლიდან ესმოდათ.   

ელზა პაპოშვილი
14.02.2023

ხობში 45 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში 31 წლის ქალია ეჭვმიტანილი. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, მან 45 წლის ქალს მისსავე მანქანაში თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ქვა, ცხედარი კი ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში თხრილში ჩააგდო და ტერიტორია მოკლულის ავტომობილით დატოვა. 

ელზა პაპოშვილი
12.02.2023

რა გახდა მარტყოფში ნათესავებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, ადგილობრივებს საუბარი ამ დრომდე უჭირთ. გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილი მისივე ბავშვობის მეგობარმა და ნათესავმა ნიკა სახლთხუციშვილმა ცეცხლსასროლი იარაღთ მოკლა. შემთხვევა მარტყოფში, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

ბაჩანა ტყემალაძე
10.02.2023

ხელისუფლების განცხადებებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ მათ არ აქვთ რაღაც ფატალური შედეგების მოლოდინი, ამიტომ ისინი გადაწყვეტილებას არ შეიცვლიან. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს თუ სასურველი შედეგის მიღწევა სურს, მან სააპელაციოს, ან სტრასბურგს უნდა მიმართოს, აცხადებს „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
10.02.2023

 

სისხლიანი გარჩევა სოფელ მარტყოფში - 34 წლის მამაკაცის ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით თვითმა მეგობარმა მიაყენა. როგორც უკვე ცნობილია „რეზონანსთან“ ყვებიან, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილს ასევე 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა ესროლა.

ელზა პაპოშვილი
09.02.2023

ბადრი ესებუა კატეგორიულად უარყოფს, რომ მან „საქართველოს ბანკი“  დააყაჩაღა და ტყვედ 43 ადამიანი აიყვანა. ამბობს, რომ რადგან საქმეში მისმა სახელმა გაიჟღერა, შეეშინდა, სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, ამიტომ მიიმალა. თუმცა მას საქართველო არ დაუტოვებია. მისი ადვოკატი არც იმას უარყოფს, რომ შესაძლოა ის აფხაზეთში იმალებოდა. თუმცა დაკავებისას ომიანე ჯიქიას სახლში სულ რამდენიმე წუთის მისული იყო. ხოლო მოხუცებმა მისი იქ ყოფნის შესახებ არაფერი იცოდნენ.   

ნაზი ბერიძე
09.02.2023

 ბადრი ესებუა შეიძლება თბილისში გადმოიყვანონ - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ავრცელებს. მისივე თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს რომ მას საქართველოს ბანკის თავდასხმის საქმესთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ჯანაშიას თქმით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მასალები არასაკმარისი და არადამაჯერებელია, თანაც ნივთმტკიცების სახით არანაირი თანხა არ არის ამოღებული.

ელზა პაპოშვილი
08.02.2023

ორწლიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული 35 წლის ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს. ტერორისტად გამოცხადებული ესებუა თავს შორეულ ნათესავებს, ხანდაზმულ ცოლ-ქმარს აფარებდა. ომიანე ჯიქია, როემლიც 80 წლისაა, სახლში ასევე ხანდაზმულ ცოლთან და 20 წლის ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობდა. პენსიონერი და მისი ცოლ-შვილი ახლა პოლიციაშია გადაყვანილი.  

მამუკა ნაცვალაძე
08.02.2023

დღეს დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წელი შესრულდა. ამ უდიდეს პიროვნებასთანაა დაკავშირებული ის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები, საქართველო ოქროს ხანამდე რომ მიიყვანა... საქართველოს აღმავლობას დიდი ბრძოლები უძღოდა წინ. მათ შორის დიდგორის ომი, რომელმაც სრულიად საქრისტიანო იხსნა...

დიდგორის ომი ქართველთა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ბრძოლაა. ბუნებრივია, ყველა ომს, დიდსა თუ მცირეს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რომ არა ეს ბრძოლები, დიდი ალბათობით, საქართველო ვერ მიაღწევდა იმ ტრიუმფამდე, დიდგორის ომის სახელით რომ შემოინახა მატიანემ. 

ქართველთა გადახდილ ომებს შორის საერთაშორისო მასშტაბების თვალსაზრისით სწორედ დიდგორია უპრეცედენტო, დიდგორში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა ქრისტიანული სახელმწიფო, მოხდება თუ არა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სრული ისლამიზაცია.

ეს 1121 წელია, აგვისტო... დავითის აღსაყდრებიდან 32 წელია გასული... გიორგი მეორის მიერ გვირგვინდადგმული 16 წლის ჭაბუკი მამამისსა და საკუთარ მოძღვართან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად კარგად აცნობიერებს, რომ თურქ-სელჩუკებთან დაპირისპირება მისი ყოველდღიური ფიქრის საგანი უნდა იყოს და ისიც ფიქრობს, მოქმედებს და სწორედ ამ ფიქრითაა გაჯერებული მისი მეფობისას ნებისმიერი ღონისძიება - მცირე ომი იქნება ეს, საეკლესიო კრება, სახელმწიფო სტრუქტურების რეორგანიზაცია, თუ ყივჩაღთა ჩამოსახლება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×