ტატა შოშიაშვილი
02.08.2020

საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერს, რუს პოლიტოლოგსა და ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინს „გუგლმა" მის კუთვნილ სოციალურ პლატფორმა „იუთუბზე" გვერდი დაუბლოკა და მისი აღდგენის ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხა. ამის შესახებ ალექსანდრ დუგინმა რადიო „კომსომოლსკაია პრავდასთან" საუბრისას განაცხადა.

დუგინის თქმით, მას არც გაფრთხილება მიუღია სოციალურ ქსელისგან და ამასთანვე, არა მხოლოდ მისი, „გუგლმა" მასთან დაკავშირებული პირების გვერდებიც დაბლოკა.

28 ივლისს ალექსანდრე დუგინისა და რუსულენოვან ინტერნეტს-ტელეარხ „ცარგრადსაც" გაუუქმდა „იუთუბზე" არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. აღსანიშავნია, რომ დუგინი წლების განმავლობაში „ცარგრადის" მთავარი რედაქტორი იყო.

„დაბლოკვამდე რამდენიმე საათით ადრე, გვერდზე გამოვაქვეყნე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკის მე-4 თეორიის მიხედვით ინგლისურენოვანი ონლაინ-კონგრესის ჩატარებას ვაპირებ. რამდენიმე ასეული ადამიანი ჩაეწერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან", - განაცხადა ალექსანდრე დუგინმა.

საერთშორისო ევრაზიული მოძრაოის ლიდერმა განმარტა, რომ „იუთუბის" მიერ მისი გვერდის დაბლოკვა პოლიტიკურ იდეოლოგიასთან ბრძოლას უკავშირდება და ამით „გუგლი" „ადამიანების აზრებზე აწესებს ცენზურას".

28 ივლისს არა მხოლოდ ინტერნეტ - ტელევიზია „ცარგრადისა" და დუგინის „იუთუბარხები" დაიბლოკა. იმავე დღეს პრობლემები შეექმნათ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის შვილს, დონალდ ტრამპ - უმცროსს.

კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მის შვილს გამოქვეყნებული პოსტები წეშალათ სოციალურ ქსელ „ტვიტერიდან".

თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს ინტერნეტში უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლას.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ სოციალურმა ქსელებმა, რომლებიც შლიან ან ცვლიან მომხმარებელთა განცხადებებს, ვერ უნდა აარიდონ თავი სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×