ქრისტინე კაპანაძე
17.07.2021

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნაკლებად აფასებს Covid 19-ის "დელტა" ვარიანტის გადამდებლობას, ვიდრე სინამდვილეშია. რაც ართულებს იმის გარკვევას, რამდენად სერიოზულ ავადმყოფობებს და დაშავებულებს იწვევს კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი.

დოქტორმა სკოტ გოტლიბმა, რომელიც ვაქცინის მწარმოებელი ფაიზერის საბჭოს წევრია, კოლეგები გააფრთხილა, რომ ვირუსის "დელტა" ვარიანტი შესაძლოა ძალიან გადამდები აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში ვაქცინა დიდ როლს ვერ შეასრულებს უსაფრთხოების კუთხით.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ნაკლებად ვაფასებთ "დელტა" ვირუსის გავრცელების ახალ დონეს. ასევე, ვფიქრობ, ვაქცინირებული ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა მსუბუქი სიმპტომები ჰქონდეთ, ტესტირებას აღარ გაიკეთებენ.

"თუ თქვენ აცრილი ხართ და მსუბუქი სიმპტომები გაქვთ აღარ ჩათვლით რომ კოვიდი გაქვთ. "დელტა" ვარიანტი აშკარად უფრო ვირუსულია, აშკარად ბევრად გადამდებია,"- თქვა გოტლიბმა.

მისივე აზრით, ახალგაზრდებში დელტა ვარიანტის აქტიური გავრცელება გამოწვეულია იმით, რომ მათგან უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×