ხატია ბერიძე
28.10.2021

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ევროპაში სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მძიმეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიელეტენში აღნიშნავს, რომ ევროპა მსოფლიოს ერთადერთი რეგიონია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. განსაკუთრებით მწვავეა ვითრება ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში - რუსეთსა და განსაკუთრებით უკრაინაში ნახტომისებური ზრდა შეინიშნება.

ჯანმოს გასული კვირის მონაცემებით, ევროპაზე მსოფლიოში კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების 57% მოდის. ამ კვირაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ ევროპაში იზრდება, სხვაგან ყველგან კი იკლებს. თუმცა ევროპაში ზრდა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გამო გლობალური სტატისტიკაც მზარდია.

მსოფლიოში ინფიცირებულთა ყოველკვვირეული რაოდენობა 2,94 მილიონია, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით მეტია. ასევე 5%-ით გაიზარდა გარდაცვლილთა ყოველკვირეული რაოდენობა და 49 413-ს შეადგენს.

ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება 512 956, რაც 12%-ით ნაკლებია წინა კვირის მონაცემებთან. ამავე დროს დიდ ბრიტანეთში გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რიცხვი 6%-ით გაიზარდა, რუსეთში 15%-ით, უკრაინაში კი, არც მეტი არც ნაკლები, 43%-ით.

28 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, მსოფლიოში COVID-19-ის 245 882 680 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 989 865 ადამიანი გარდაიცვალა, 222 846 741გამოჯანმრთელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×