ნაზი ბერიძე
22.06.2023

მოსკოვში საზეიმო განწყობაა და ეს ხუთშაბათს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზეც ჩანდა, რომელიც, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, პირველად გადაიცემოდა სამთავრებო ტელეარხებით. როგორც ქართველი ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა პრაქტიკულად შეძლეს უკრაინელთა კონტრშეტევის პირველი ტალღის მოგერიება, საზეიმოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ. ამის პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთსაბათს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის სერიოზულად განიხილავს ზაპოროჟიეს აეს-ზე ტერაქტის მოწყობას, რის შედეგადაც მოხდება რადიაციის გავრცელება. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, დაზვერვის მონაცემების თანახმად, რუსებს ამისათვის უკვე ყველაფერი მზად აქვთ. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, რუსებისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.

რაც შეეხება უშუალოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას, სამხედრო მიმომხილველების ცნობით, ამ მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები არ არის.

„სამხრეთით ჩვენ ვნახეთ, რომ კახოვკის კაშხალის აფეთქებით რუსებმა დრო მოიგეს. იმ მიმართულებაზე უკრაინას უკვე არ აქვს მასშტაბური შეტევა განხორციელების შესაძლებლობა. ჯარებს ვერ გადმოიყვანს დნეპრის მეორე სანაპიროზე. რუსებს მცირე ძალებითაც შეუძლიათ დაიცვან დნეპრის სანაპირო, რამაც მათ იქ განლაგებული ნაყოფების სამხრეთით, ზაპოროჟიეში გადასროლის საშუალება მისცა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სამხრეთის ფრონტზე სხვა მდგომარეობაა და აღმოსავლეთის ფრონზე - სხვა. სამხრეთში უკრაინამ რამოდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ძალიან ნელ წინსვლას და ალბათ ეს ნელი წინსვლა გაგრძელდება.

„უკრაინელები უტევენ ყველა მიმართულებაზე, რაც რუსებს გაუჭირვებს და გაურთულებს ჯარის მართვას და კონტროლს. ამიტომ იძულებული იქნებიან დეცენტრალიზებულ მართვასა და კონტროლზე გადავიდნენ, რაც გაამოაჩენს იმ ბზარებს მთ თავდაცვაში. უკრაინას სწორედ ამ მომავალ ბზარებზე გამოყენებისთვის აქვს გადანახული ძალები.

„აღმოსავლეთის მიმართულებაზე კი, თუ არ ჩავთვლით ბახმუტის შემოგარენს, ფაქტიურად რუსები ისევ ძველებურად ახორციელებენ გარკვეულ შეტევით მოქმედებებს", - განაცხადა „რეზონანსთან" პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ.

„შედარებით დასტაბილურებულია ვითარება, სამხრეთ და ბახმუტის მიმართულებებზე უკრაინელები ცდილობენ შეუტიონ, მარინკას და კრემენოის მიმართულებაზე რუსები უტევენ. ზოგიერთ მიმართულებაზე შემხვედრი ბრძოლებიც არის", - აცხადებს „რეზონანსთან" გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

უშიშროების საბჭო მოსკოვში

ხუთშაბათს მოსკოვში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა უკრაინის არმიის „კოლოსალურ დანაკარგებზე" ისაუბრა. მისი ცნობით, 4-დან 21 ივნისის ჩათვლით კონტრშეტევის დროს უკრაინის არმიამ დაკარგა 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, 246 ტანკი (მათ შორის 13 დასავლური წარმოების), 595 საბრძოლო ჯავშანმანქანები, საველე არტილერია და ნაღმტყორცნები - 279 ერთეული (48 დასავლური წარმოების), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 42 ერთეული, საზენიტო-სრაკეტო კომპლექსები - 2 ერთეული, 10 ტაქტიკური ავიაგამანადგურებელი, 4 ვერტმფრენი, 264 უპილოტო საფრენი აპარატი და 424 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

გარდა ამისა, პატრუშევის ცნობით, დროის იმავე პერიოდში ცოცხალი ძალის სახით უკრაინელთა დანაკარგი 13 ათასს ჯარისკასა და ოფიცერს აჭარბებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუმ კი ამავე სხდომაზე ივნისის ბოლომდე რუსეთის სარეზერვო არმიის ჩამოყალიბდება დაანონსა.

„არმიის კორპუსის შემადგენლობაში ვაყალიბებთ რეზერვებს, პლუს ამას მე-20 სატანკო არმიის ხუთი პოლკი. ფაქტობრივად, ივნისის ბოლომდე დავასრულებთ სარეზერვო არმიის და ასევე უახლოეს მომავალში არმიის კორპუსის ჩამოყალიბებას", - განაცხადა შოიგუმ.

მისივე თქმით, სარეზერვო არმია ტექნიკის 3 700-ზე მეტ ერთეულს მიიღებს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სტატისტიკა არარეალურია და საინფორმაციო ომის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

„დედამიწის ზურგზე რუსებს საზეიმო არაფერი აქვთ, თამამად შემიძლიათ გითხრათ. მართალი გითხრათ ვერ ვხვდები რა უხარიათ.

„რაც შეეხება შოიგუს განცხადებას, რომ ივნისის ბოლომდე სარეზერვო არმიას შექმნის, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერანაირ სარეზერვო არმიას ის ვერ შექმნის. ამას სჭირდება დრო, გამოცდილება, რესურსები... ამ ომისთვის რუსები 8 წელი ემზადებოდნენ - 2014-დან 2022 წლამდე და როგორი მომზადებული შეხვდნენ, ყველამ კარგად ვნახეთ; და ახლა რომ ივნისის ბოლომდე არმიას შექმნიან, ჩემი აზრით, ატყუებენ და დასცინიან პუტინს შოიგუ და დანარჩენები.

„არანაირი ინდიკატორი არ არის დღეს, რომ ომი სწრაფად დამთავრდება. არც არავის ინტერესებშია, რომ სწრაფად წარიმართოს მოვლენები. არაფერი რუსეთს საზეიმო არ აქვს, იმიტომ, რომ უკრაინა მაღალი ინტენსივობით ტემპს და შეტევას შეინარჩუნებს. რუსეთს კი ამ დროს პირადი შემადგენლობა არ ჰყავთ საკმარისი, რომ ეს ტერიტორია დაიცვან.

„ზოგადად, ორივე მხარე აზვიადებს დაღუპულების მონაცემებს. რა თქმა უნდა, რუსებსა და უკრაინელებს დანაკარგები აქვთ, მაგრამ სანამ ომი არ დასრულდება, ძალიან რთული იქნება რეალური დანაკარგების შეფასება, აქაც პროპაგანდისტული მანქანები მუშაობს", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე რუსული მხარის მონაცემებს ასევე არადამაჯერებლად მიიჩნევს.

„რუსეთის პროპაგანდის დაჯერება ცოტა რთულია. ზოგადად, უკრაინელთა შეტევის პირველი ფაზა რომ მოიგერიეს, ეს ფაქტია, მაგრამ დანაკარგებს რაც შეეხება, მხარეს არ უნდა დავუჯეროთ დანაკარგების რაოდენობის გამოცხადებისას. მაშინ უკრაინასაც უნდა დავუჯეროთ, რინ მათი საბრძლო ტექნიკის სულ 10%-ია დაზიანებული", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

„რადიაცია სახელმწფოების საზღვრებს არ ცნობს..."

„უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე", - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, მინდა შევახსენო მათ, ვისაც დაავიწყდა: ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში. რუსეთი აგრესიის ელემენტად იყენებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. იქ განთავსებული ჰყავს საბრძლო ნაწილები და ინახავს შეიარაღებას. ახლა ჩვენმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტულიაქტის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ უკვე ყველაფერი მოამზადეს ამისთვის", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს. მან მსოფლიოს მოქმედებებისკენ მოუწოდა.

„მიწევს შეხსენება, რომ რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს და თუ ვის შეუტევს ის, განისაზღვრება მხოლოდ ქარის მიმართულებით. ჩვენ ყველა არსებულ ინფორმაცის ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში. ევროპამ, ამეიკამ, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, არაბულმა სამყარომ, აფრიკამ - ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ეს. ამჯერად აღარ უნდა მოხდეს, როგორც კახოვკაზე; მსოფლიო გაფრთხილებულია და შესაბამისად მსოფლიოს შეუძლია და ვალდებულიც არის იმოქმედოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ლაშა ბეიძე „რეზონანსთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემები რეალობასთან ახლოს იყოს, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ რუსები ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ვერ გაბედავენ.

„საფრთხე ნამდვილად არსებობს ამ ტერაქტის, მაგრამ რამდენად რეალურია - გამიჭირდება თქმა. ფაქტია, რომ ზელენსკიმ საჯაროდ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის. ალბათ ასეთი საფრთხე არსებობს და ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის მომტანი, მაგრამ ომის შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

„ეს რუსებს სჭირდებათ დაშინებისთვის. რეალურად ისინი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამენ, მაგრამ აჩვენებენ, რომ ამ ომში ყველაფერზე არიან წამსვლელი და ეს არის ერთგვარი მუქარის მექანიზმი", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კიიჩნევს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს არა აფეთქებაზე, არამედ ატომური ელექტროსადგურის ისეთ დაზიანებაზე, არასაც რადიაციის გაჟონვა მოჰყვება.

„არა მგონია ჯერჯერობით ეს რეალური იყოს. ზაპოროჟიეს აეს-ი ძალიან ინტენსიური ყურადღების ქვეშ არის მაგატეს ატომური კომისიის მხრიდან, რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ახლა არა მგონია რომ ეს გააკეთოს. მაგრამ ატომური ელექტროსადგური არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან ყირიმთან, და არა მგონია რომ კისერში დანა გამოისვან.

„რუსებს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაცა ცუდი გააკეთონ, ცუდი გაუკეთონ მსოფლიოს და უკრაინას. აფეთქება არ იქნება, აქ იქნება დაზიანება, რასაც მოჰყვება რადიაციის გამოყოფა - ის, რაც მოხდა ჩერნობილში", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×