ნაზი ბერიძე
10.07.2023

არის სიგნალი რომ შესაძლოა რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC NEWS -თან ინტერვიუში განაცხადა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ზალენსკის პროგნოზს რეალურს უწოდებენ, ვინაიდან პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, რუსეთი დასუსტებულია და შიდა დაპირისპირებები გრძელდება ქვეყანაში, რაც ზედაპირზე მალე გამოჩნდება და რუსეთს კიდევ უფრო უძლურს გახდის.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა.

„ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვაგნერელებმა შესაძლოა, უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტიონ

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე, „რეზონანსთან" პრიგოჟინის ამბოხიდან გამომდინარე, რუსეთის კიდევ უფრო დასუსტებას მომდევნო ამბოხს და რუსეთის ხელისუფლების გადატრიალებას რეალურად მიიჩნევს.

„ზოგადად, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რუსეთში მიდის ძალიან რთული პროცესი მიდის ხელისუფლებისთვის ფარული ბრძოლა, მაგრამ, აუცილებლად ეს უფრო ხილვადი გახდება და პუტინი დრო და დრო უფრო და უფრო დასუსტდება.

„კიდევ უფრო დასუსტდება იმიტომ, რომ უკრაინაში მისი წარუმატებლობა აუცილებლად გამოიწვევს მის ცვლილებას. ვადებზე საუბარი როდის მოხდება, ეს კონკრეტულად, ვინ გადაატრიალებს და რა ფორმით გადაატრიალებს ძალიან ნაადრევია.

„რევოლუცია რუსეთში ნაკლებად მოსალოდნელია, მაგის შანსები ნაკლებად ჩანს, მაგრამ პუტინის ცვლილება და გადატრიალება ნამდვილად მოხდება. პუტინის ცვლილება უფრო მოსალოდნელია ვიდრე რევოლუცია.

„პუტინის ცვლილება არ ნიშნავს არც რუსეთის დემოკრატიულობას და არც იმას, რომ ხვალ რუსეთი უცებ კეთილი სახელმწიფო გახდება. იქ ჯერჯერობით სისტემა რჩება ისეთი როგორც უკრაინაში მარცხის ფონზე მთელი სისტემა სუსტდება. ეს არის მნიშვნელოვანი" - განაცხადა, „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეც „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ რუსეთში შემდგომი ამბოხება და გადატრიალება მოსალოდნელია.

„რაც პრიგოჟინის ამბოხმა გამოაჩინა, ის დიდი ნაპრალები რაც რუსეთის შიგნით არსებობს. ფაქტიურად როსტოვიდან მოსკოვამდე ძალა არ იყო, არავის სურვილი არ ჰქონდა, რომ პრიგოჟინი შეეჩერებინა, ისე იოლად დაიკავა ყველაფერი.

„ეს მიუთითებს იმ უდიდეს განხეთქილებაზე, რომელიც რუსეთის შიგნით არის. პირველ რიგში, რას წარმოადგენდა პრიგოჟინი ის ხომ არ იყო მარტო „ვაგნერი." პრიგოჟინი ბოლო თვეებში პოზიციონირებდა, როგორც სახალხო გმირი, ადამიანი რომელიც რუსეთის გადარჩენას ლამობდა.

„რა თქმა უნდა, პრიგოჟინი ეს არ იყო, მაგრამ ის მოძრაობა რასაც პრიგოჟინი წარმოადგენდა - პუტინის რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება, რომ ეს იყო ომი რომელსაც აგებენ, რომელშიც მარცხდებიან, რომელიც ასუსტებს ქვეყანას, ყველამ უკვე დაიჯერა, რომ მარცხდებიან.

„ამიტომ ახლა ყველა ძალები ცდილობენ, განსაკუთრებით ცენტრისტული ძალები გააქტიურდნენ და ცდილობენ პოზიციონირება ისე გადააწყონ, რომ პოსტ-ომის პირობებში ისინი იდგნენ ძლიერ პოზიციაზე, რომ მათ ჰქონდეთ მყარი პოზიციები. ამიტომ ამას ძალიან უმართავ სიტუაციაში მიჰყავს რუსეთი.

„საით შეიძლება და როდის შეიძლება მოხდეს შემდეგი ამბოხი, ძნელი სათქმელია, მაგრამ, აუცილებლად ამ ომის ლოგიკური დასასრული ის არის, რომ რუსეთი შიგნიდან ჩამოიშლება, ჩამოიშლება პუტინისტური იერარქია, შიგნიდან შეექმნება მას ისეთი პრობლემები, რომელსაც ვეღარ დაძლევს.

„ბევრი ანალიტიკოსის აზრი მომისმენია, პატივსაცემი რუსეთის ექსპერტებისგან, რონელთაც უთქვამთ, რომ დიქტატორებს აქვთ თვისება რომ კრიზისის შემდეგ კარგად გადაჯგუფდნენ და გაძლიერდნენ.

„კი, ალბათ შეიძლება მშვიდობიანი დრო რომ ჰქონდეს პუტინს, ექნებოდა ამის საშუალება, რომ ყველა მოწინააღმდეგე დაეხოცა, რაღაცით შემოემტკიცებინა ძალაუფლება, მაგრამ ახლა ამხელა ომი აქვს უკრაინაში, ფაქტიურად ყველა ძალები ვინც ჰყავდა, ყველა მიზიდულია უკრაინაში, მიუზიდავი ძალა ძალიან ცოტაა ფაქტიურად აღარ არსებობს.

„ეს ძალები რომ უკრაინაში მიზიდულები არიან, უკრაინაში მებრძოლ ხალხს ფაქტია რომ პუტინი აღარ ენდობა და ვეღარ ენდობა, იმიტომ რომ მათი განწყობა არის ზუსტად პრიგოჟინის მაგვარი და უდიდესი უკმაყოფილება რუსეთის ისთებლიშმენთის მიმართ, ამიტომ ბევრი რამე აჩვენა პრიგოჟინის ამბოხმა.

„მაგალითად, დავაკვირდეთ ჩვენთვის საინტერესო მოვლენას, ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, რა გააკეთა კადიროვმა ამბოხის პერიოდში - ჯერ ერთი ღია პოზიციონირებისგან თავი შეიკავა, აშკარა მოქმედებებისგან თავი შეიკავა, ეგრევე გამოიყვანა თავისი ჯარები უკრაინიდან და განალაგა სადღაც როსტოვთან. ვითომდა რაღაცისთვის. რისთვის? რუკას რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით პასუხს, იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში, ეს ამბოხი რომ წარმატებით დასრულებულიყო, მას ესაჭიროებოდა თავისი ჯარები რომ ჰყოლოდა ჩეჩნეთში და იქ ძლიერ პოზიციაზე დამდგარიყო.

„ყველა რეგიონალურ ლიდერს, შეეტყო აღნიშნული მოქმედება. და ახლა ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩეჩნეთის ლიდერი ყველაზე დიდი ძალის მფლობელი ჩრდილოეთ კავკასიაში, სწორედ კადიროვია. კადიროვის მოქმედებამ აშკარად აჩვენა რომ ყველა იქ რაღაცა სახის ზემოქმედებისგან თავს იკავებს და პირიქით ყველა ელოდებოდა მოვლენების განვითარებას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ის აზრი მომწიფებულია რომ თუკი პუტინი მოშორდება ამ სიტუაციას, შეიძლება უკვე ომის მშვიდობიანად დათმობა, შეიძლება გამოსვლა ამ კრიზისიდან და გადაჯგუფება. სანამ ასეთი უზარმაზარი ომი გრძელდება ათას კილომეტრებზე არის ფრონტის ხაზი ჩასანგრებული, მასეთი მეორე მსოფლიო ომშიც არ ჰყოლიათ რუსებს, მასიური სანგრები და მასიური თავდაცვა, ამიტომ სანამ ეს ომი გრძელდება, დათვი არის, რომელსაც რამდენიმე ხანჯალი აქვს ჩარჭობილი, და სისხლისგან იცლება.

„ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბუნებრივი კულმინაციაა ის, რასაც ზელენსკი იძახის ამას დიდი ანალიტიკა არ ჭირდება. ანუ მოსალოდნელია პუტინის რაღაცა სახით გადატრიალება, ძნელია თქვა რა ფორმით. მაგრამ რაღაცა სახით შიდა დაპირისპირება რომ იფეთქებს და არსებობს, ეს ფაქტია.

„რაც შეეხება იმას რომ ვაგნერელები უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტევენ, ამ პროგნოზს სერიოზულად ვერ ვუყურებ. თუ შეუტევს, დაამთავრებს ისე როგორც სხვებმა დაამთავრეს ჩრდილოეთიდან შეტევის დროს.

„უკრაინას საკმაო ძალები ჰყავს ჩრდილოეთის მიმართულებაზე, ამიტომ ვაგნერელები ჯერ არაფერს აღარ წარმოადგენენ ეს ერთი, და თვითონ რუსების ნდობა არა აქვთ და თუ სადმე მაგათ საბრძოლველად გაუშვებენ, „სმერტნიკებად" თუ გაუშვებენ, უბრალოდ რომ დახოცონ" -განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×