თამთა ჩაჩანიძე
13.10.2023

ჰამასმა რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელზე საჰაერო დატრყმები განაახლა. აშკელონსა და ღაზას საზღვრისპირა ტერიტორიებისკენ რაკეტრების ნაკადი წავიდა, რამდენიმემ მიზანმდე ჩააღწია. შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. საპასუხოდ ისრაელი არტილერიით ღაზას სექტორს ზღვიდან და ხმელეთიდან აქტიურად უტევს, თუმცა აგრერიგად მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა.

ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში გასულ ღამით ჰამასისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების კუთვნილ 750 სამიზნეზე ავიაიერიშები განხორციელდა. სამიზნეებს შორის იყო 12 მრავალსართულიანი კოშკი, სადაც, ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, ჰამასის აქტივები იმყოფებოდნენ.

სამხედროები ამბობენ, რომ მათ ასევე დაარტყეს ჰამასის სამ ოპერატორს, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ნაღმმტყორცნებით ცეცხლის გახსნაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სხვა სამიზნეები მოიცავს გვირაბებს, სამხედრო შენაერთებს, ტერორისტული დაჯგუფებების წევრების რეზიდენციებს, რომლებიც გამოიყენება როგორც სამხედრო სამეთაურო ცენტრები, იარაღის შესანახი საწყობები და საკომუნიკაციო ოთახები.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1500-ზე მეტი და დაშავებულია 7 ათასამდე პალესტინელი.

ისრაელის მედია წერს, რომ თავდაცვის ძალებმა ღაზას ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდა, თავი სამხრეთს შეაფარონ. არმიის სამხედრო ჩინოვნიკმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, თავდაცვის ძალების გაფრთხილება ღაზას ქალაქზე იყო მიმართული, ეს გაფრთხილება ჩრდილოეთ ღაზას ყველა უბანს გულისხმობს.

ჰამასი მოქალაქეებს მოუწოდებს მოუწოდებს, არ მოუსმინონ და უგულებელყონ ისრაელის გაფრთხილებას ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრებლების ევაკუაციასთან დაკავშირებით. თუმცარა როგორც დასავლური მედია წერს, მოქალაქეები ჰამასს არ ემორჩილებიან და სამხრეთისკენ გადაადგილდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელმა ღაზაში მცხოვრებლბი გააფრთხილა, ტერიტორია 24 საათის განმავლობაში დატოვონ.

„ოკუპაცია ცდილობს გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებებით, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შერყევას", - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

„თაიმს ოფ ისრაელი" წერს, რომ „აშკელონისა და ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე სხვა ტერიტორიებისკენ რაკეტების ნაკადი მიემართება" და რომ ეს ბოლო 14 საათის განმავლობაში ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების სროლის პირველი შემთხვევაა.

ამასთან, დაჯგუფება ჰამასმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშკელონისკენ 150 რაკეტა გაუშვეს. დაჯგუფება ირწმუნება, რომ ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტისა და სამხრეთ ისრაელის ქალაქ სდეროტის მიმართულებით რაკეტები გაუშვა და კფარ-საადში ისრაელის ჯარისკაცებს დრონებით დაესხა თავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×