ნაზი ბერიძე
16.11.2023

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვს ისინი მაინც სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ. თვითონ სი ძინპინმა კი მოუწოდა ამერიკას არ ჩაახშოს ჩინეთი და არ აწარმოოს მისი შეკავების პოლიტიკა როგორც სახელმწიფო.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაიასაია „რეზონანსთან" ლიდერების შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ისინი აღარ იქნებიან დაპირისპირებული მხარეები პოლიტიკურ კონტექსტში.

„მე მგონი ისინი შეთანხმდნენ, რომ ამერიკა და ჩინეთი აღარ იქნება დაპირისპირებული მხარეები სამხედრო პოლიტიკური მიმართულებით და იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კონკურენცია ამერიკული და ჩინური პროექტის კონტექსტში.

„ასევე, გარკვეული სტრატეგიული შეიარაღების მიმართულებითაც შეთანხმდნენ თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს არის მასობრივი განადგურების შეიარაღების გაუვრცელებლობის პოლიტიკის კონტექსტში" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ იგი ორი დიდი სახელმწიფოს სტრატეგიული ურთიერთობის გაუმჯობესების აჩქარებას ემსახურება.

„ამ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა რაღაცა განსაკუთრებული გარღვევა ან გადატვირთვა ურთიერთოებისა. თავიდანვე გაცხადებული იყო შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობაზე, უფრო სწორად თანამშრომლობა, რომელიც არსებობდა და რომელიც შენელდა და შეჩერდა, იმის გააქტიურებაზე.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სახელმწიფო თანამშრომლობდეს უსაფრთხოების საკითხებში გლობალური უსაფრთხოების თემებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საკითხები რომლებიც დაკავშირებულია ვაჭრობის თემებთან, დემოკრატიის თუ ადამიანის უფლებების დაცვის თემებთან - ეს ყველა საკითხი მოხსნილია, ისევ დგას დღის წესრიგში და აზრთა სხვაობები რჩება.

„მაგრამ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩინეთის მხრიდანაც დაფიქსირდა, რომ მას არ სურს მეტოქეობა შეერთებულ შტატებთან და ურჩევნია რომ ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. შესაბამისად, შეერთებული შტატებიც ცდილობს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ გარემოში გადაიყვანოს ურთიერთობა ჩინეთთან, ესეც ბევრ რამეს ნიშნავს. ასე რომ, ეს ყველაფერი არის კარგი და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრას სხვა შეხვედრებიც მოჰყვება",-განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×