ქრისტინე კაპანაძე
19.07.2021

აშშ-ში რეგისტრირებული ექთნების უმსხვილესი პროფკავშირული და პროფესიული ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს მოუწოდებს, რომ აღადგინონ „უნივერსალური ნიღბების" რეკომენდაციები ადამიანებისთვის, რადგან მიუხედავად ვაქცინაციისა მათთვის კორონავირუსის „დელტა" შტამი შეშფოთებას იწვევს.

ქრისტინე კაპანაძე
17.07.2021

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნაკლებად აფასებს Covid 19-ის "დელტა" ვარიანტის გადამდებლობას, ვიდრე სინამდვილეშია. რაც ართულებს იმის გარკვევას, რამდენად სერიოზულ ავადმყოფობებს და დაშავებულებს იწვევს კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი.

თამთა ჩაჩანიძე
16.07.2021

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშრენკომ კანონში ცვლილებები დამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება დაშვებული იქნება. ამავე ცვლილებების თანახმად, „მასობრივი არეულობების დროს" საგანგებო მდგომაროების გამოცხადება კანონით შესაძლებელი ხდება.

ქრისტინე კაპანაძე
14.07.2021

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში წარმოებული „ასტრაზენეკას" ვაქცინა კონტინენტის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ დაამტკიცა როგორც ეფექტური ვაქცინა, ინდოეთში წარმოებულ ამავე ვაქცინას „მწვანე შუქი" არ მიუღია.

რეზონანსი
10.07.2021

 ივნისის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეხვედრამდე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „მხარეები ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების  უფლებების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. მოსკოვისთვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკითხებზე მომუშავე ეფექტური სააგენტოა. უმაღლესი კომისრის სამუშაო ვიზიტი რუსეთში სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა.“  თუმცა, 200’000-ზე მეტი ადამიანი საქართველოში და 1,5 მილიონზე მეტი უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირი საკუთარ ქვეყანაში სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო იქცა. კრემლი მრავალი წელია არცერთი მიმართულებით არ თანამშრომლობს გაეროს სააგენტოსთან ან ზოგადად ორგანიზაციასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მხოლოდ მორიგი სიცრუეა მოსკოვიდან.  

თამთა ჩაჩანიძე
05.07.2021

ამერიკის შეერტებულ შტატებში 200-მდე კომპანიაზე მასობრივი კიბერთავდასმა განხორციელდა, შესაბამისი უწყებები ცდილობენ დაადგინონ, თუ თავდასხმა საიდან მოდიოდა - ექსპერტები აცხადებენ, რომ ამის უკან დიდი ალბათობით რუსეთია, რადგან ამ ქვეყნებს შორის გეოსტრატეგიული დაპირისპირება უკვე რთულ ფაზაში შევიდა.

რეზონანსი
03.07.2021

 სამართალდამცავებმა ლატვიელი პარლამენტარი იანის ადამსონსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს. დაკავებულია მისი რუსი კურატორიც, გენადი სილონოვი, რომლის კოდური სახელია "გორდონი. რუსეთის დაზვერვის ოფიცერი გორდონი “ეფ-ეს-ბე”-ს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ლატვიის ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობას საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან საიდუმლოდ ეწევა.  ადამსონსს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებიან. ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა, მტკიცებულებები, ჯაშუშობის 43 ფაქტის შესახებ წარადგინა. ადამსონსი ინფორმაციის გადასაცემად საკუთარ სამსახურებრივ კომპიუტერს იყენებდა. ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის: კანონში ცვლილებებს, არმიის მომარაგებას და ბიუჯეტს, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე ვიზიტის შედეგებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საკითხზე ბალტიური ასამბლეის პოზიციას.

რეზონანსი
01.07.2021

 1921 წლის ივლისში შანხაიში ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი საყოველთაო ყრილობა გაიმართა, რომელმაც შემდეგ ჯეძიანგის პროვინციის ქალაქ ძია სინგში, ნანხუს ტბაზე, წითელი ფერის სამოგზაურო გემზე გადაინაცვლა. სწორედ ამ წითელ ნავზე, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ პირველი პროგრამა და რეზოლუცია მიიღო, პირველი ცენტრალური ორგანოები აირჩია და მისიდაარსება ოფიციალურად გამოცხადდა. „პატარა წითელმა ნავმა დიდი სიმძიმე იტვირთა, ჩინეთის რევოლუციის ნაპერწკალი გააღვივა, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას საუკუნოვან გზაზე გაუძღვა" (სი ძინფინგი).

ქრისტინე კაპანაძე
28.06.2021

„დელტა", იგივე ინდური შტამის გავრცელების გამო, მსოფლიოში, ახალ საფრთხეებზე დაიწყო საუბარი. შემოდგომისთვის აშშ-ში ახალი ტალღის სერიას ელოდებიან. ბრიტანული კვლევის თანახმად ინდური შტამის გავრცელება მოზარდებში უფრო მეტად შეინიშნება, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი, პარასკევს, სრულიად ვაქცინირებულ ადამიანებს პირბადის ტარებისკენ და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა.

ქრისტინე კაპანაძე
26.06.2021

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია საკითხმა, უნდა განახლდეს თუ არა შეხვედრები რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე. ეს იდეა გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის წინ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა წამოაყენეს, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად ევროკავშრი-რუსეთის სამიტის მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ, მაგრამ ევროკავშირის სხვა ლიდერთა უმრავლესობისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

რეზონანსი
25.06.2021

  გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში იყო. ჰალდენვანგის თქმით, კრემლს  კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი აქვს გერმანიის მიმართ თითქმის ყველა სფეროში. დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო და უფრო უხეში და სასტიკი ხდება და ამის მაგალითად 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაასახელა, რაშიც სააგენტო რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს.

თამთა ჩაჩანიძე
24.06.2021

ევროკავშირში გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა პარტნიორებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით პრეზიდენტ პუტინთან ერთობლივი სამიტის გამართვის იდეა შესთავაზეს. ანალიტიკოსების აზრით, ამ დროისთვის უკრაინაში სიტუაცია დაძაბულია და შესაძლოა ლიდერების ინიციატივის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყოს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×