ტატა შოშიაშვილი 13.02.2021

ერევნის ცენტრში სომხების გენოციდისა და ებრაელების ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის მიძღვნილი ძეგლი უცნობმა პირებმა დააზიანეს. ორი ნაწილისგან შემდგარი ძეგლის მხოლოდ ერთი, სავარაუდოდ, ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის მიძღვნილი მხარეა გადაფარული წითელი საღებავით. იქვე გაკეთებულია წარწერები ლათინური ასოებით, რომლებიც ძალიან ჰგავს ისრაელის წარმოების იმ შეიარაღების დასახელებას, რომელსაც აზერბაიჯანის არმია 44-დღიანი ომის დროს სომხების წინააღმდეგ იყენებდა.
|
ქრისტინე კაპანაძე 13.02.2021

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე ევროკავშირში სამწუხაროს და გაუგებარს უწოდებენ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა გარკვეულწილად გაენელებინა ლავროვის სიტყვებით გამოწვეული შოკი. ანალიტიკოსები კი ლავროვის რადიკალურ პოზიციას ახალი სანქციების შიშით ხსნიან.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.02.2021

თუ ევროკავშირი რუსეთის ეკონომიკის სენსიტიური სექტორებისთვის რისკების შემცველ სანქციებს დააწესებს, კრემლი ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება და მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირებასაც არ გამორიცხავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.02.2021

უკრაინამ ნატოს ყირიმის მახლობლად ოპერაციებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენება შესთავაზა. როგორც უკრაინული გამოცემა „კრიმ რეალიი" წერს, 10 თებერვალს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფროსმა ვლადისლავ კრიკლიმ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში პატრიკ ტერნერთან მოლაპარაკებები გამართა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.02.2021

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა უმრავლესობამ სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაატაროს შესაბამისი ზომები თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „როიტერზი" ავრცელებს.
|
ქრისტინე კაპანაძე 08.02.2021

რუსულმა ვაქცინამ ევროკავშირის წევრ უნგრეთში შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ „Sputnik V" მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციას დამტკიცებული არ აქვს, უნგრეთის ადგილობრივმა რეგულატორმა ის მაინც აღიარა და ქვეყანა პირველ 40 000 დოზას სამშაბათს მიიღებს.
|
ქრისტინე კაპანაძე 06.02.2021

მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ევროპული ქვეყნის, გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის ელჩები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად ქვეყნიდან გააძევა, დასავლეთი მწვავე განცხადებების კეთებას არ წვეტს. აღნიშნულ ფაქტი თავად ბორელმაც დაგმო და რუსეთს თავისი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.02.2021

პუტინის მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ, კრემლი კი ამაზე პასუხობს, რომ რუსეთის საქმეებში არ ჩაერიონ და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ. გადაწყვეტს თუ არა რეალურად სანქციები ნავალნის ბედს და რეალურად რის გამო ჩასვა კრემლმა ის სამნახევარი წლით ციხეში?
|
ქრისტინე კაპანაძე 03.02.2021

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ დასავლეთის ლიდერები აქტიურად აკეთებენ განცხადებებს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.02.2021

სომხეთის მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ოფოციალური ერევანი ირწმუნება, რომ ყარაბაღში ომი აზერბაიჯანმა დაიწყო და საბრძოლო მოქმედებებისას უხეშად დაარღვია რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია. ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სომხეთის წარმომადგენლობის „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია წერია.
|
ქრისტინე კაპანაძე 01.02.2021

რუსეთში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო ტალღა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება სულ უფრო მეტად იზრდება. ევროკავშირი კი მწუხარებას გამოთქვამს პროტესტანტთა მასობრივი დაკავებების გამო.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.01.2021

ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის არჩევნებშიც დონალდ ტრამპის კანდიდატურას მხარს უჭერს. რა შანსები აქვს ექს-პრეზიდენტს ოთხი წლის შემდეგ და რა მონაცემები აქვს იმისთვის, რომ ამერიკული პოლიტიკური რეალობა შეცვალოს და მესამე ძალა ჩამოაყალიბოს?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|