თამთა ჩაჩანიძე
21.05.2021

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს განაცხადა, რომ ნატოს ლიდერებმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნატო-ს ღირებულებებსა და თამაშის წესებზე ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, რაც მიმომხილველების აზრით ორაზროვანი დარტყმაა თურქეთზე, რომლის ქცევაც ალიანსში ბევრს აღიზიანებს.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ორმხრივი იერიშები 9 მაისიდან არ წყდება. ამჯერად ისრაელი ღაზას სექტორზე შეტევას აძლიერებს და თუ აქამდე მხოლოდ საჰაერო იერიში ხორციელდებოდა, ქვეყანამ გუშინ 9 ათასი ქვეითის მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო ოპერაციაში ავიაციის გარდა უკვე მონაწილეობენ არტილერია და ტანკები, თუმცა, მედიასაშუალებები წერენ, რომ ეს არ არის სახმელეთო ოპერაცია და სამხედროები უშუალოდ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ქრისტინე კაპანაძე
12.05.2021

აშშ-ის ინფექციურმა დაავადებების წამყვანი ექსპერტი, დოქტორი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში შესაძლოა შიდა სივრცეებში ნიღბების ტარებაზე შეზღუდვები შემსუბუქდეს და რეკომენდაციები უფრო „ლიბერალური" გახდეს, რადგან ქვეყანაში უკვე ბევრი აცრილი ადამიანია.

ქრისტინე კაპანაძე
12.05.2021

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიშები არ წყდება. ორშაბათს საღამოდან დღემდე ათასზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. "BBC"-ის ინფორმაციით დაღუპულია 35 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი. არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებშიც, სადაც ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ.

ქრისტინე კაპანაძე
11.05.2021

ინდოეთში კოვიდ 19-ის შემთხვევათა ზრდა ქვეყანას ანადგურებს. ეპიდემიოლოგები ცდილობენ ფრთხილი პროგნოზები გააკეთონ იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაჩნდეს ვირუსის ახალი შტამი.

ქრისტინე კაპანაძე
11.05.2021

აშშ-ში საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო სამართალდამცავები კიბერშეტევეაში მონაწილე პირებს ეძებენ. საუბარი მიმდინარეობს აღნიშნულ შეტევაში რუსეთის როლზეც, თუმცა ზუსტი დამნაშავეების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

თამთა ჩაჩანიძე
07.05.2021

უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა, და რუსეთისთვის იმის დანახვება, რომ ამერიკას კონკრეტული ინტერესები გააჩნია პოსტსაბჭოთა სივრცეზე - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ექსპერტმა უსაფრთხოების სკაითხებში ვახტანგ მაისაიამ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში.

რეზონანსი
05.05.2021

 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. მოსკოვი რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს სრულად დაეპატრონა. პუტინის უკანასკნელ მცდელობას, ცხინვალის ე.წ. გენერალურ პროკურორად რუსეთიდან ჩაყვანილი ვიტალი სავჩენკო დაენიშნათ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცხინვალელი სოციალური ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა წინასწარ დადგმული სცენარიც ყოფილიყო, მოჩვენებითი წინააღდმეგობის დემონსტრირებისთვის.

ქრისტინე კაპანაძე
03.05.2021

მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენის პროექტის, „ჩრდილოეთ ნაკად 2"- ის მშენებელობა გრძელდება. აღნიშნული გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და მისი დახმარებით რუსეთს საშუალება ეძლევა უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს საკუთარი ბუნებრივი გაზი ევროპას.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2021

ბაიდენმა არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა გაატარა, პირველი მომენტი რაც ყველაზე დადებითი გააკეთა, მან სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და ძალაში შეყვანა შეძლო, რასაც ტრამპი ამუხრუჭებდა, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები ცოტა გაურკვეველი იყო - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხვებში ვახტანგ მაისაია პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პირველი 100 დღის შეფასების გარშემო ამერიკაში დაწყებულ დისკუსიაზე.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×