ირმა ჩიტაია 05.03.2026

გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, გადაზიდა ძვირდება. სექტორში აცხადებენ, რომ ვითარება დაძაბულია და უახლოე მომავალში უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება, რაც ნებისმიერი ტიპის ტვირთის გადაზიდვაზე, როგორც საზღვაო, ასევე სხმელეთოზე უარყოფითად აისახება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, გადამზიდავებს მარშრუტი გაურთულა. ცხადია, ალტერნატიული გზა არის, მაგრამ ის გაცილებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომაც, გაძვირება გარდაუვალია.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.03.2026

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ნახიჩევანის აეროპორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო „საპასუხო ზომებს" ამზადებს. ირანი ამ ინციდენტში თავის მინაწილეობას უარყოფს. აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დროებით ჩაიკეტა საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, სატვირთო ავტომობილებისათვის ჩაიკეტა ირანი-აზერბაიჯანის საზღვარი. ბაქოში ირანის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ვითარება თითქოს განმუხტვისკენ მიდის, მაგრამ დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.03.2026

ახლადშემქნილ ოპოზიციურ ალიანსში მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიუშვილის ჩართვას არ განიხილავენ. თავად ზურაბიშვილი მიესალმება ამ ერთობას, მაგრამ თან ახსენებს, რომ თავის დროზე თავად იყო ოპოზიის გამაერთიანებელი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზურაბიშვილი საბოლოოდ პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩა და რა შემთხვევაში შეიძლება ის გააქტიურდეს?
|
ნატალია ჯვარიძე 05.03.2026

დასავლურ მედიაში ჩნდება ცნობები, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა მინიმუმ შემოდგომამდე გაგრძელდება. ამის პარალელურად მისის მსჯელობა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სახმელეთო ოპერაციაზეც. დასავლელი ანალიტიკოსების უმრავლესობის აზრით, თუკი ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებები მართლაც დაიწყო, ამაში უშუალოდ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ნაწილები არ იქნებიან ჩართული. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს ქურთი მეამბოხეების რაზმები, ან აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სხვა მილიტარისტული ჯგუფები.
|
მარიამ ვეკუა 05.03.2026

რეგიონში მზარდი სამხედრო დაძაბულობის ზრდის ფონზე, ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს - ამბობენ, რომ საფრთხეებთან დაკავშირებით ხელისუფლებას არც უსაფრთხოების საბჭო მოუწვევია და არც საგანგებო სცენარებზე მსჯელობა დაუწყია, მაშინ, როცა მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს. რამდენად რელევანტური ოპოზიციის კრიტიკა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?
|
თამარ ვეფხვაძე 05.03.2026

ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი რამდენიმე თეთრით უკვე გაუფასურდა. კურსმა ცვლილება 2 მარტიდან დაიწყო, როდესაც 1 აშშ დოლარი 2.67 ლარი ღირდა, დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.73 ლარია. ფინანსისტების აზრი ორად იყოფა. ნაწილი ამბობს, რომ ლარის კურსის მცირედი ცვლილება კონვერტაციის შედეგია. ექსპერტთა მეორე ნაწილის მოსაზრებით, ლარი ასე უცებ არ უნდა გაუფასურებულიყო და რადგან გაუფასურდა, ეს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთგვარი თამაშია იმისთვის, რომ სავალუტო აუქციონზე კომბანკებმა დიდი მოგება ნახონ.
|
ნატალია ჯვარიძე 05.03.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს და კეთდება გზავნილები, რომ ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით „პოზიტიური მესიჯები" მიიღეს. თუმცა, ბოლო თვეებში რამდენჯერმე იყო ამერიკელების ოფიციალური განცხადება, თუ რა ნაბიჯებს ელოდებიან „ოცნებისგან" იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება მართლა მზადაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ლაპარაკი იყო გარკვეული კანონების უკან გაწვევასა და გაუქმებაზე, აქციებზე დაპატიმრებულების გამოშვებაზე და ა.შ. რას ემყარება „ოცნების" ოპტიმიზმი რეალურად და რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს საქართველოს ხელისუფლება?
|
მარიამ ვეკუა 05.03.2026

ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინული დრონების გამოჩენა პრაქტიკულად ყოველდღე ხდება, თუმცა მოსახლეობაში მოსალოდნელი პანიკის თავიდან ასაცილებლად აქამდე ეს ინფორმაცია არ ხმაურდებოდა. 4-5 მარტის ღამეს კი აფხაზეთში რეკორდული რაოდენობა - 30 დრონი დააფიქსირეს. ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცის სამინისტროში აცხადებენ.
|
ქეთო გოგოხია 04.03.2026

ინფლაცია ისევ სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ტენდენცია, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, ფასების ზრდის ინდექსი იანვარში 4,8%-ის ნიშნულზე იყო, ხოლო თებერვალში - 4,6%-ზე. ამ დროს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, რის მიღწევაც, წელს შეუძლებელი გახდება. ამას განაპირობებს არასტაბილური ვითარება, მათ შორის მიმდინარე კონფლიქტები, ფასების მზარდი დინამიკა, განსაკუთრებით საწვავსა და ზოგიერთ სასურსათო პროდუქციაზე.
|
თამარ ვეფხვაძე 04.03.2026

თუ ირანში არასტაბილურობა გაგრძელდება, საქართველო დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას შეძლებს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ამას პირდაპირ მიუთითებს. რაც შეეხება დარგის სპეციალისტებს, მათი აზრი ორად იყოფა - ნაწილი თვლის, რომ თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ტვირთნაკადები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლებს, მეორე ნაწილის აზრით კი, ტვირთნაკადების ზრდას და ზოგადად, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება.
|
ნატალია ჯვარიძე 04.03.2026

ოთხშაბათს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებს ახალ შეზღუდვებს უწესებს და უკვე არსებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება. რა ახალი პოლიტიკური რეალობა დადგება ამ კანონების ამოქმედებით და რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე?
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2026

ახალშექმნილი ოპოზიციური ალიანსი მასშტაბურ აქციას გეგმავს და ხალხის მობილიზაციისათვის რეგიონებში გასვლას აპირებს. აქციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და 4 მარტის მათი პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც ეს იყო. ალიანსის ლიდერთა თქმით, „პრიორიტეტი საქართველო და ქართველ ხალხთან საუბარია". მოგვიანებით კი მოსალოდნელია ალიანსის წარმომადგენელთა ვიზიტები დასავლეთში, სადაც, მათივე თქმით, შეეცდებიან დასავლელ პარტნიორებს დაანახონ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა სწორედ ოპოზიციური ალიანსია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|