მარიამ ვეკუა 12.03.2025

11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ჩატარებულ შეხვედრას კიევი პოზიტიურად აფასებს, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ კომპრომისი მხოლოდ მისი პირობების დაკმაყოფილებით მოხდება. ევროპელი ლიდერები აღნინშავენ, რომ „ბურთი რუსეთის მოედანზეა" და ახლა მხოლოდ კრემლზეა დამოკიდებული დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში.
|
ნატალია ჯვარიძე 12.03.2025

მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.03.2025

პროტესტის პარალელურად "ქართული ოცნება" კანონმდებლობას ამკაცრებს, ცვლილებები შევიდა "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში, რომლითაც გამკაცრდა როგორც ადნინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კითხვაზე, ახდენს თუ არა ეს გავლენას მიმდინარე პროტესტზე, ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.03.2025

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერის შექმნა სურთ და ზურაბიშვილით მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკააშილის ჩანაცვლების პროცესი მიდის, თუმცა დასძენს, რომ "ამაში სერიოზულ შეცდომებს ხედავს".
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2025

ოპოზიციონერები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აქციები თვითდინებით შედეგს არ მოიტანს და საჭიროა წინა ფლანგზე წამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ძალები, სავარაუდოდ, ემზადებიან, რომ თავად ჩაუდგნენ სათავეში საპროტესტო მოძრაობას. ხოლო რა შედეგს მოიტანს მათი გააქტიურება, ეს სხვადასხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
|
გვანცა წულაია 11.03.2025

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. იგი საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის და აზერბაიჯანის შემდეგ მეხუთე ქვეყანა იქნება, რომელიც მნიშვენლოვან პროექტში ჩაერთვება. ენერგეტიკოსებისთვის ეს საინტერესო სიახლე აღმოჩნდა და ისინი ადასტურებენ, რომ ამით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.
|
მარიამ ვეკუა 11.03.2025

11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალური პირების პირველ შეხვედრას პირველი შედეგები მოჰყვა - უკრაინა დათანხმა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე. ახლა ჯერი რუსეთზეა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჯიდაში ცეცხლის ეტაპობრივ შეწყვეტაზე იქნებოდა საუბარი - ჯერ ჰაერში და მერე ზღვაზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2025

11 მარტის დილით უკრაინულმა ძალებმა დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე მასიური იერიში მიიტანეს. მთავარი სამიზნე მოსკოვის ოლქი და უშუალოდ დედაქალაქი მოსკოვი იყო, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. სამხედრო მიმომხილველების შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური საჰაერი შეტევა მოსკოვზე. იგი დროში დაემთხვა საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყება და ასევე მოსკოვში ეუთო-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თამანშრომლობის ორგანიზაციის) გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი.
|
გვანცა წულაია 11.03.2025

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. 2024 წელს მისმა მაჩვენებელმა თითქმის 30%-ით იკლო, რასაც ეკონომისტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას ქვეყნისთვის მაინცდამაინც კარგი არაფერი მოაქვს.
|
მარიამ ვეკუა 11.03.2025

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „საერთო საკოორდინაციო ფრონტის" შექმნის ინიციატივით გამოდის, ხოლო 31 მარტს დიდ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წევრები ავრცელებენ. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანების იდეას კვლავ სკეპტიკურად უყურებს.
|
ნატალია ჯვარიძე 11.03.2025

ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს შორის პირადი დაპირისპირებაა და ეს პოლიტიკურ პროცესებზეც აისახება. ამის შესახებ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ. გარდა ამისა, მმართველ პარტიასთან დაპირისპირებაში ოპოზიციის წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეად სწორედ ამ შიდა კონფლიქტებს ასახელებენ. აქვს თუ არა ოპოზიციას ამ შიდა დაპირისპირების დაძლევის რესურსი და რა მოხდება, თუკი ამას ვერ შეძლებენ?
|
ირმა ჩიტაია 10.03.2025

საავტომობილო ბაზარი ვერა და ვერ გააქტიურდა, მოთხოვნა შემცირდა და შესაბამისად, იმპორტმაც იკლო, რასაც ბოლო სტასტიკაც ადასტურებს. სირტულეებია რეალიზაციის მიმართულებითაც. ვარაუდი, რომ 2024 წლის ბოლომდე ბაზარზე არსებული ჭარბი ავტომობილების გაწოვა მოხდებოდა, არ გამართლდა. ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე შესაძლოა გაიაფება, დაიწყოს, ნაწილი კი ვარაუდობს, რომ რთული მდგომარეობა ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|