ნატალია ჯვარიძე
21.02.2025

ქვეყანაში მიმდინარე შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიცია 25 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს და საზოგადოებას მოუწოდებს ქუჩაში გამოვიდნენ. მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ 25-ში საზოგადოებამ ახალ ოკუპაციასა და რუსულ რეჟიმს უარი უნდა უთხრას.

თამთა ჩაჩანიძე
21.02.2025

"ქართული ოცნება" მედიის კანონს აანონსებს და, როგორ თავად აცხადებენ, ეს იქნება ბრიტანულის ანალოგი. ახალი კანონის კონკრეტული შინაარსი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა წინასწარ რაც ვიცით ისაა, რომ ძირითადად ე.წ. ფეიკ ნიუსებს შეეხება. ამავე კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, ჟურნალისტური სტანდარტები და განისაზღვრება ამ სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი.

მარიამ ვეკუა
21.02.2025

მწვავე დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს მიაღწიოს ინვესტიციებსა და უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია კიევში ვიზიტით მყოფ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. უკრაინაში იმედოვნებენ, რომ კილოგი „პროუკრაინულ თამაშს" ითმაშებს.

ირმა ჩიტაია
20.02.2025

ოქროს ფასი არნახულ მასშტაბს აღწევს და საერთაშორისო გავლენას ქართული ბაზარიც ვერ გაექცა. ერთი წლის განმავლობაში ოქრო 60%-ით გაძვირდა, რამაც რეალიზაციაზე ნეგატიურად იმოქმედა. ოქროს ბირჟაზე მომუშავეები გაყიდვის მაჩვენებლის 30%-ით შემცირებაზე საუბრობენ, რასაც სპეციალისტევბიც ადასტურებენ. მსგავსი სიტუაცია პირველადაა, როცა ოქროს მომხმარებელი მხოლოდ უკიდურესი საჭიროებიდან გამომდინარე იძენს ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ სამკაულს. ამ ეტაპზე ლონდონის ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ფასი 2944 დოლარია. 

თამთა ჩაჩანიძე
20.02.2025

ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ, იგეგმება მეორე საგანგებო სამიტი, ამასთან, დაანონსებულია კიევში ვიზიტები. როგორც ევროკავშირის წვერი ქვეყნები აცხადებენ, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით ყურადრება უნდა მიექცეს გაფართოების პროცესს, ამ კუთხით საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია.

გვანცა წულაია
20.02.2025

დონალდ ტრამპი უცხოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ახალ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს. ეს საბაზისო მაჩვენებელი იქნება და ქვეყნების მიხედვით სატარიფო განაკვეთის მოცულობა გაიზრდება. ეს კი ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს. ვინაიდან საქართველო 80%-ით ამერიკულ ბაზარზეა დამოკიდებული, არ არის გამორიცხული, რომ მანქანების ღირებულებამ ჩვენთანაც მოიმატოს.

ნატალია ჯვარიძე
20.02.2025

„პოლიტიკაში შემოაგდებს რაღაც სიტყვას და მერე ცდის, აკვირდება თუ რა რეაგირებას გამოიწვევს ეს. ასე იქნება „ოცნებასთან" მიმართებაშიც. პირდაპირ გეუბნებით, ტრამპს ამ ხელისუფლებასთან საერთო არ ექნება",- აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და მმართველი პარტიის გამოხმაურებაზე ესაუბრა.

მარიამ ვეკუა
20.02.2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა ოთხშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის კრიტიკისთვის მკაცრად დაარტყა, უკრაინის პრეზიდენტის მიდგომას „სამარცხვინო" უწოდა და „საჯარო პროტესტისგან" თავის შეკავება სთხოვა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ცუდად მოხსენიებით უკრაინა ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებას ვერ მიაღწევს, ასეთი შინაარსის სტატიას აქვეყნებს ამერიკული გამოცემა „ნიუ რეპუბლიკ" სათაურით „ჯეი-დი ვენსი აფრთხილებს ზელენსკის მოკეტოს და ტრამპს დაემორჩილოს".

თამთა ჩაჩანიძე
20.02.2025

„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ამერიკულ „ფარას" სიტყვასიტყვით გადმოიტანენ ქართულ კანონმდებლობაში, რისი ამოქმედებისთანავე არსებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონს გააუქმებენ და „თუ კანონის შინაარსზე ვინმეს რამე პრეტენზია და კითხვა ექნება მიმართონ აშშ-ს", ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მარიამ ვეკუა
20.02.2025

 

 დონალდ ტრამპის პოსტმა სოციალურ მედიაში ბევრის თვალში წერტილი დაუსვა მოლოდინს, რომ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას ისევე გააგრძელებდა, როგორც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას. ამერიკის ლიდერი უკვე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ურტყამს პრეზიდენტ ზელენსკის, მას „დიქტატორს" და „საშუალო დონის კომიკოსს" უწოდებს. რუსეთის ექს-პრეზიდენტი ტრამპის განცხადებებს პოზიტიურად ეხმიანება, ევროპელი ლიდერები კი ფიქრობენ, რომ „ტრამპის ამერიკა" პუტინის მოკავშირე ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური გამოცემები ავრცელებენ.

ქეთო გოგოხია
19.02.2025

მთავრობა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. კონკრეტულად რა შეიცვლება და როგორ შეეცდება ხელისუფლება გაზრდილ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირდაპი განაცხადა, რომ დაახლოებით 2 თვეში ქვეყანა თავის პოლიტიკას გადახედავს მიგრაციული კუთხი მიდგომას გაამკაცრება.

გვანცა წულაია
19.02.2025

საქართველოს სანავთობო ბაზარზე სტაბილური მდგომარეობაა. ქვეყანაში საწვავის დიდი მარაგი არსებობს და თანაც დამატებით პარტიები მალე შემოვა საქართველოში. მარტიდან რუსეთი შემზღუდავი ზომების დაწესებას კვლავ აპირებს, თუმცა როგორც იმპორტიორებისგან ითქვა, ეს საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ექსპერტები კი განსხვავებულად ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან ბენზინის იმპორტის აკძრალვის შემდეგ საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×