თამთა ჩაჩანიძე
05.11.2023

ბოლო დროს როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში სულ უფრო ხშირად კეთდება პესიმისტური განცხადებები ომის მიმდინარეობასა და უკრაინის პერსპექტივასთან დაკავშირებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადების შემდეგ ეს ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდა. დასავლური მედია იმასაც კი წერს, რომ აშშ და ევროკავშირი უკრაინასთან უკვე იმას განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან და რისი დათმობა მოუწევს ამ შეთხვევაში ოფიციალურ კიევს. ამის პარალელურად კი ფრონტზე სამბრძოლო მოქმედების ინტენსივობა თანდათან იკლებს და და მხარეები ძირითადად საჰაერო იერიშებით შემოიფარგლებიან.

ნაზი ბერიძე
04.11.2023

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებისადმი მიმართვაში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია ახალი სახეებისგან უნდა შედგებოდეს - ისეთი ადამიანებისაგან, ვინც პარლამენტის წევრი არასოდეს ყოფილა. ამ განცხადებამ უკვე გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა და უკმაყოფილება ოპოზიციაში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა ენმ-ში ისედაც არსებული კონფრონტაციის პირობებში, კიდევ უფრო ძლიერ შიდაპარტიულ რყევებს გამოიწვევს.

ნაზი ბერიძე
04.11.2023

ცოტა დრო რჩება ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე რას უნდა ველოდოთ რამდენად პოზიტიური იქნება შეფასება?

ელზა პაპოშვილი
03.11.2023

სისხლიანი გარჩევა პარკირების გამო - თბილისში დოლიძეზე  დაჭრილი მამა-შვილის შესახებ  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა,  ქალაქის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს წინ ჩხუბი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

ნაზი ბერიძე
03.11.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირებების ფონზე სააკაშვილი კვლავ ერთიანობის იდეით გამოდის და მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებს, მათ შორის მელიასა და ხაბეიშვილს. საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა და თქვა, რომ წყენები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვოს.

ელზა პაპოშვილი
03.11.2023

5 დღე ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე - საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. უმრავლესობა აცხადებს, რომ მაშინ, როცა ყველას პოზიტიური მოლოდინი აქვს, პარტია „ლელო“ სტატუსის საბოტაჟირებას განაგრძობს, ამის არგუმენტად „ქართულ ოცნებას“ მოჰყავს დავით უსუფაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. 

პარლამენტის წევრი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯო და კანდიდატის  სტატუსზე მიღებული უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება.   

თამთა ჩაჩანიძე
03.11.2023

მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. შედარებისთვის, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი და 2024 წელს იქნება უკვე 8500 დოლარი.

თამთა ჩაჩანიძე
03.11.2023

უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოფისის ყოფილი მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩს შორის დაპირისპირება მწვავდება. ერთ დროს ზელენსკის თანამოაზრე, ახლა მისი კონკურენტი ხდება და სარეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამასთან, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

ნაზი ბერიძე
03.11.2023

რუსეთის ომი უკრაინასთან მთლიანად ჩიხში შევიდა. ხანგრძლივი ომის პერსპექტივა კი ვლადიმერ პუტინს და რუსეთს უპირატესობას ანიჭებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ თჰე Eცონომისტ-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს ღამით გამოქვეყნდა. რა აღიარა ზალუჟნიმ და როგორი შეფასება მოჰყვა მას.

თამთა ჩაჩანიძე
03.11.2023

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია სხვა ოპოზიციურ ჯგუფებღან ალიანსს არ აპირებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას რაც შეეხება, აცხადებენ, რომ მასთან საუბრები „ჩვეულებრივი თანამშრომლობის ფორმატებია" და 2024 წლის არჩევნებისთვის მათი შესაძლო ალიანსის შესახებ „ოცნების" ლიდერების განცხადებები „პროპაგანდის ნაწილია".

ქეთო გოგოხია
02.11.2023

პარლამენტის წევრების ანაზღაურება გაიზრდება და არსებულ განაკვეთთან შედარებით, 40-80%-ის ფარგლებში მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობენ და უფასო საწვავი, მობილური ტელეფონი და სხვა სიკეთეც მრავლად აქვთ, ახლა მათი შრომის ანაზღაურების გაზრდის საკითხი დადგა დღის წესრიგში. სპეციალისტები ამის ეკონომიკურ საფუძველს აშკარად ხედავენ, მაგრამ გამოდიან რეკომენდაციით, დეპუტატების ხელფასი მიებას ეკონომიკურ ზრდას, ანდა იმის კრიტერიუმის მიხედვით, თუ რამდენად გაუმჯობესდება მათი საქმიანობით მოსახლეობის კეთილდღეობა და ცხოვრების პირობები.

ელზა პაპოშვილი
02.11.2023

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ისტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე ადასტურებს. ცნობილია, რომ სამივე მათგანის დაკავება თბილისთან ახლოს მოხდა და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 საათში იპოვა. ეხმარებოდა თუ არა გაქცეულ პატიმრებს ვინმე და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა გამოიკვეთოს უცნობია, თუმცა ცნობილი ხდება ის, რომ  საქმეზე ერთ-ერთი ბადრაგის დაკავება უკვე მოხდა. ის 37 წლის ივერი ნატრიაშვილია. აღიძრება თუ არა სხვა ბადრაგებზეც საქმე ჯერჯერობით უცნობია. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×