მარიამ ვეკუა
04.02.2026

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებას თამარ მეარაყიშვილის საქმე ახალ ეტაპზე გადაჰყავს - ე.წ. „კაგებე" ამტკიცებს, რომ აქტივისტი საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებდა და მის სავარაუდო კონტაქტებსაც, რომელშიც ქართველი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს, პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება.

ნატალია ჯვარიძე
04.02.2026

პარლამენტის თავმჯდომარეს ბრიუსელთან დაპირისპირება, რომელსაც „ცივი ომის" სახე ჰქონდა, უფრო ინტენსიურ, უკვე ღია კონფლიქტის დონეზე აჰყავს, ამბობს, რომ ევროკავშირი თუ სხვა დასავლური სტრუქტურა „წმინდა ძროხა" სულაც არ არის. როგორც შალვა პაპუაშვილმა ოთხშაბათის ბრიფინგზე თქვა, ბრიუსელი სხვა ქვეყნების არჩევნებში აქტიურად ერევა და ამის კარგი მაგალითი საქართველოა.

ქეთო გოგოხია
03.02.2026

ინფლაცია იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მთავრობა სურსათის ფასებზე კონტროლს იწყებს. ფასი ჯერაც მატულობს როგორც იმპორტულ, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დინამიკა თუ შენარჩუნდა, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბებს.

ქეთო გოგოხია
03.02.2026

თბილისის მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან მიაჩნიათ, რომ იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადი გაცილებით მეტია, ვიდრე რეალურად მოიხმარეს. პრობლემა ახალი არ არის, ბოლო წლებში, თებერვლის დასაწყისში, ანუ მაშინ, როდესაც იანვრის გადასახადი მოდის, მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს - თითქოს, იგივე რაოდენობის გაზი მოიხმარეს, როგორც შარშან ან შარშანწინ, მაგრამ გადასახდელი მეტია. 

მარიამ ვეკუა
03.02.2026

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" და „ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კამათის ცენტრში აღმოჩნდა პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის გათავისუფლების მიზეზები, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე გახარიას პარტიის უარი და ის, თუ როგორ „გააქციეს" ექსპრემიერი გიორგი გახარია ქვეყნიდან.

თამთა ჩაჩანიძე
03.02.2026

მმართველი პარტიის მიერ ინიცირელი გრანტებზე და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ კრიტიკის მიუხედავად, ამ საკითხზე პოზიციის შერბილებას არ აპირებენ და იმოქმედებენ პრინციპით „ძალღლი ყეფს, ქარავანი მიდის". ეს მიდგომა პირველ რიგში დასავლეთს ეხება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, „ოცნების" ზოგიერთმა ბოლო ხისტმა გადაწყვეტილებამ, მაგალითად, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების თემამ, მმართველი პარტიას რეიტინგისა და საზოგადოებრივი აზრის მხრივ „სერიოზული ზარალი" მოუტანა.

ნატალია ჯვარიძე
03.02.2026

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპულ ქვეყნებს შეერთებული შტატებისგან კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ მოუწოდა. თსუ-ს პროფესორი, კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამის აუცილებლობა სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია, რისი საშუალებაც ევროკავშირს აქვს, თუმცა საჭიროა საერთო კონსესუსი გარკვეულ საკითხებზე.

ნატალია ჯვარიძე
03.02.2026

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ მედიასივრცეში საჯარო პოლიტიკური დებატები გაიმართა. საუბრის თემა იყო „მმართველი პარტიის" მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციის მკვეთრ კრიტიკას იწვევს. როგორია პირველი შტაბეჭდილებები და რამდენად ამართლების დებატების ამ ფორმატში გამართვა?

თამთა ჩაჩანიძე
03.02.2026

3-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს, დუბაიშია დელეგაციით საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე. საქართველოს მთავრობის შეფასებით, სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, პრემიერის მასში მონაწილეობა კი „მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით".

მარიამ ვეკუა
03.02.2026

აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკების მეორე რაუნდის წინ, რუსეთმა ისევ განახორციელა მასშტაბური დარტყმა უკრაინის ენერგოსისტემაზე. ამის პარალელურად ვაშინგტონი ომის დასრულებაზე „კარგ ამბებს" აანონსებს, კიევი და მოსკოვი კი მოლაკაპაკებას კვლავ ტერიტორიულ საკითხებზე შეუთანხმებლობის ფონზე ხვდებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×