რეზონანსი
14.09.2021

ტელესახე და ინფლუენსერი, ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელში გამომწერებს მიმართავს. ნუკი კოშკელიშვილი ამ სეზონზე „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. ის ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს რჩევებს სთხოვს.

„რატომ? პირველი: იმიტომ, რომ 6 წელია, აღარ მიმუშავია ტელევიზიაში და ოდესღაც კარგები უკან რომ ბრუნდებიან და გაბანძებულები არიან, ეგ არ მინდა ვიყო. მეორე: აი, კარგ „პალასაზე” რომ ხარ, თითქოს არავინ გლანძღავს, სოციალურ ქსელში დადებითი ემოცია მოდის და შეირგე, რა, ახლა ცუდი რომ ვიყო, წამოვა სიძულვილის ტალღა.. მესამე: ჩემამდე ისეთ მაგარ ადამიანებს მიჰყავდათ გადაცემა, რომ ცოტა კომპლექსდები, ნერვიულობ შენ თუ შეძლებ ასე. ხომ მიხვდით, ვღელავ….

ბახუტა ძალიან ნიჭიერია და მისთვის არაფერი წარმოადგენს პრობლემას საერთოდ.. ბევრს კი ვნერვიულობ, მაგრამ თან ვხვდები, რომ ყველაზე მაგარი სეზონი იქნება, მონაწილეები არიან სასწაული!!!!!!!! არნახულ შოუს გპირდებიან პროდიუსერები, პირველ კასტინგზე ენა ლამის გადამეყლაპა, ისეთები ვნახე და კინაღამ მუცელი გამისკდა სიცილისგან, ყველაფერი იქნება. ჩემი, როგორიც წამყვანის გეგმაა, ვიყო, რაც ვარ, ვიბაცნო, ვიცინო, გაცინოთ და ვიხალისო. თუ რამე რჩევები გაქვთ, ძალიან გთხოვთ, მითხარით. როგორი გინდათ იყვნენ მე-10 საიუბილეო სეზონის წამყვანები?

პ.ს ბახუტას წავაკითხებ კომენტარებს, „ინსტაგრამი“ ჯერ არ აქვს, მაგრამ არ ინერვიულოთ, შებმის პროცესში ვარ, მალე გავაკეთებინებ!”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×