რეზონანსი
14.01.2022
რეკლამა
რეკლამა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ნანა გე­გეჭ­კო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სიზე და მის ახალ შტამ ომიკ­რონ­ზე საუბრობს, ის აღნიშნავს რა არ ახასიათებს ომიკრონ შტამს და ამავდორულად საუბრობს არსებობენ თუ არა კოვიდ-მდგრადი ადამიანები.

"ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად აზიანებს ზედა სასუნთქ გზებს და ნაკლებად უშუალოდ ფილტვებს. აქედან გამომდინარეობს ომიკრონით გამოწვეული რესპირატორული დაავადების კლინიკური ფორმების განსხვავდება წინა ვერსიებისგან. ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 უმეტეს შემთხვევაში ჰგავს მსუბუქ სეზონურ რესპირატორულ სინდრომს. მას ასევე ნაკლებად ახასიათებს ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება. კორონავირუსის ადრეული ვერსიები ფილტვების მძიმე დაზიანებითა და ენდოთელიუმის ჩართვით იყო გამორჩეული, რაც თავისთავად კოაგულაციის პრობლემებში გამოიხატებოდა. ცხადია, როცა კოვიდ-19-ის კლინიკურ ვარიანტებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს. ამ ვირუსის ნებისმიერ ვერსიას აქვს განაპირა გამოხატულებები, სრულიად უსიმპტომოდან უმძიმეს პოლიორგანულ უკმარისობამდე. იგივე ეხება ომიკრონით გამოწვეულ კოვიდ-19-საც. მასაც ისევე, როგორც წინა ვერსიებს, აღენიშნება მძიმე მიმდინარეობის შემთხვევებიც, თუმცა პაციენტების მცირე ნაწილში.

მითების მრავალფეროვნებით კოვიდპანდემია საკმაოდ მდიდარია. ვერ გეტყვით რომელია ყველაზე გავრცელებული მითი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გაოცებას ზოგჯერ საზღვარი არ აქვს ხოლმე, იმდენად საფუძველს მოკლებული ვარიაციებიც მომისმენია. არსებობენ თუ არა კოვიდ-მდგრადი ადამიანები, ამაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როცა შესაბამისი კვლევა დაიდება. დღეს-დღეობით მსგავსი, სერიოზული კვლევა არ არსებობს", - აღნიშნავს გეგეჭკორი "ალიასთან" საუბრისას.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×