რეზონანსი
05.08.2022

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია რუს კოლეგაზე წერს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს წინააღმდეგ ამზადებს მასალებს.

"ეს რიმა ბერულავაა და მე რამდენიმე თვის წინ მისი რეპორტაჟი ვნახე შემთხვევით. პუტინის "რაისიასთვის" მუშაობს საქართველოდან. ლუგარზე ქონდა ისეთი სიუჟეტი, ხვალ რუსეთმა რომ დაგვბომბოს მარტო ეს სიუჟეტი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად (ქოცებივით რომ მჯეროდეს რომ რაიმე მიზეზი სჭირდება). სიუჟეტში ამბობს, რომ თითქოს ლუგარში ვაკეთებთ ვირუსებს, რითაც ვაპირებთ რუსები ამოვხოცოთ.

გუშინ "დედაენის" ბარში იყო ეს ჟურნალისტი. დანარჩენი თქვენ უნდა წარმოიდგინოთ რას დაწერს და იტყვის. ასევე უნდა წარმოიდგინოთ "დედაენის" ბარის გარშემო რა ტიპის ინტერესია. ალტ ინფო კი არ დაინტერესდა, არამედ მთლად "რასია".

საერთოდ არ მაინტერესებს ამ გოგოს ფასეულობები და ის რომ სამშობლოს მოღალატედ იქცა ახალგაზრდა ადამიანი. მან აირჩია ეს გზა. ჩემთვის აი, რა არის საინტერესო: ნოდარ რუხაძე გუშინ ლაივში ეკითხება საქართველოს მოქალაქე ხარო. არაო. აბა აქ როგორ ცხოვრობო? "როგორ და ლეგალურად" - იყო პასუხი.

ხვდებით რა ამაზრზენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? კანონის სრული დაცვით, რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ჩვეულებრივად ცხოვრობს საქართველოში, აკეთებს რეპორტაჟებს საქართველოს წინააღმდეგ, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ მუშაობას. რომელ ქვეყანაში შეიძლება ეს ხდებოდეს? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? არანაირი პრობლემა არ ექმნება, აძლევს გამოგონილ არგუმენტებს რუსეთს, რომელსაც შეუძლია გამოიყენებს თუნდაც სამხედრო ინტერვენციისთვის ეს არგუმენტები და საქართველოს ხელისუფლება ამ დროს არათუ არაფერს აკეთებს, მწვანე შუქს უნთებს, ქსენოფობიაზე გველაპარაკება, კელი დეგნანს ებრძვის და ჩვენ გვეკითხება: "ომი გინდათ?"", - წერს ბუკია.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×