სიმონ კილაძე
18.01.2020

(რეზონანსი) მამა გიორგის (ლაშა ჩიქოვანი) ყოფილი მეუღლე, ნინო გორგოშიძე, რომელსაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობს სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ მან 5 წლის შემდეგ ჩააბარა აღსარება.

"მივმართავ საქართველოს და ქართველ ხალხს. აღსარება არ ჩამიბარებია ხუთი წელი! რადგან ნამდვილი ვერ ვიპოვე! ღვთის შეწევნით ვიპოვე ნამდვილი და ჩავაბარე აღსარება. შენდობას ვთხოვ ყველა ადამიანს ვისაც შევაგინე და უხამსად ვუპასუხე უხამს კომენტარზე! მიყვარხართ ადამიანებო. თქვენ ხართ ჩემი ქვეყანა ჩემი საქართველო! მადლობა ყველა შეურაწყოფისათვის და ცილისწამებისათვის ამით უფალმა გაწმინდა ჩემი სული!

მჯერა თქვენც იპოვით ნამდვილს და სინანულით მიხვალთ უფალთან! უფალი ყველას ჩაგიკრავთ გულში და შენდობით მოხედავს თქვენს სინანულს. უფალი ყველას მიგიღებთ რადგან დიდია მისი სასუფე-ველი. თქვენ მკვლელებო ქურდებო მრუშებო სოდომური ცოდვების შვილებო, მატყუარებო, ცილისმწამებლებო, ფარისევლებო, ავაზაკებო, ბოროტებო, სასოწარკვეთილებო, უღმერთოებო. თქვენ თუ მოძებნით ნახავთ ნამდვილს! ნამდვილს იმიტომ რომ ნამდვილმა შეგახვედროთ ჭეშმარიტებას!

ნამდვილი გელოდებათ რომ აღსარებით განიწმინდოთ თქვენი სული ხორცი და სამშვინ-ველი. რადგან თქვენ დაიმკვიდროთ სასუფე-ველი. რადგან სვეტიცხო-ველი. ცოცხალია! რადგან ნამდვილი დუმს! რადგან ნამდვილი არ ჩანს! რადგან ნამდვილი ჭეშმარიტების სახელით მოქმედებს სული წმინდის მადლით! რადგან სული წმინდის ხელმწიფება მხოლოდ მართალ კაცს მიეცა!" - წერს ნინო გორგოშიძე.

კომენტარებში, ნინოს წერს, რომ მან ნიკოლოზ მაქარაშვილი, იგივე ნარიმანს ჩააბარა.

"აი, რა მინდოდა საპატრიარქოში, ეგაა უფრო სწორი, ვიდრე ის, თუ რა მინდოდა ფონიჭალაში მართალ ბერთან მდუმარებაში როა და რო მეკონტაქტება ამაშია საქმე!! სულიწმიდის ხელმწიფება ყველას არ ეძლევა. გულით შემუსვრილს და დამდაბლებულს ყველას ეკონტაქტება და ფარისეველს არა!

მე რაც ვნახე და გავიგე საკმარისია ჩემთვის.ქრისტეზეც ამბობდნენ როგორ დადის ქორწილში ღვინოს როგორ სვამს, შაბათ დღეს როგორ ქადაგებს, ხელდაუბანელი როგორ ჭამსო..

ნიკოლოზს რომ ძალა აქვს პატრიარქს არ აქვს იმდენი ძალა და მთლიანად ერთად აღებულ საპატრიარქო სინოდს" - წერს ნინო გორგოშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )