
თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესრულებას დაუბრუნდება, მაშინ ირანიც იმავე ნაბიჯს გადადგამს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.
„ნათელია, რომ აშშ-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას ირანის მხრიდან პროპორციული პასუხი მოჰყვა. თუმცა, მკაფიოდ ვაცხადებ, რომ თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდება, მაშინ ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაუყოვნებლივ იმავე ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
მისი თქმით, „ირანს, აშშ-ისგან განსხვავებით, საერთაშორისო ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესრულების უნაკლო გამოცდილება აქვს“.
შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმი 17 ივნისს გააფორმეს, რომელიც ომის დასრულების მიზნით საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიან ვადას ითვალისწინებდა. ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადა გასულ თვეში, საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე ამოიწურა.