რეზონანსი
01.09.2026

7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, ზურაბ სიჭინავამ.

მისივე თქმით, ამ ფორუმზე განიხილება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც შავ ზღვაში მიმდინარეობს.

„მთავარი აქცენტი გაკეთდება ანაკლიაზე და ჩვენ ამ პრეზენტაციის საშუალებით მოგვეცემა შესაძლებლობა, ავუხსნათ ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, თუ როგორი იქნება ანაკლიის პორტი, რა შესაძლებლობები ექნება და როგორ განვითარდება.

დეტალური გეგმა-გრაფიკის შესახებ მოვამზადებთ პრეზენტაციას, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ანაკლიის როლის წარმოჩენისთვის საერთაშორისო საზღვაო რუკაზე“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×